თბილისი

ორშაბათი, 02 ნოემბერი

14°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

9 საათი
14°
10 საათი
15°
11 საათი
16°
12 საათი
17°
13 საათი
17°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

102.40 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

17°

14°

CLM

87 %

0 kph

102.40 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
30 ოქტ 31 ოქტ
1 USD 2.5959 2.5992 0.13%
1 EUR 2.8934 2.9116 0.63%
100 RUB 3.2227 3.2307 0.25%
ევროპის ბევრ ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა ზამთრისთვის რეკორდულად მაღალია
ევროპის ბევრ ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა ზამთრისთვის რეკორდულად მაღალია

ევროპის მრავალ ქვეყანაში, იანვარში, ჰაერის ტემპერატურამ წელიწადის ამ დროსთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც BBC-ი წერს, 11 ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გასულ კვირას ჰაერის ტემპერატურა 18°C იყო. ვარშავაში პირველ იანვარს დაფიქსირებული ჰაერის ტემპერატურა აქამდე არსებულ რეკორდულ მაჩვენებელზე 4 °C-ით უფრო მაღალი იყო. პოლონეთის ქალაქ შჩეცინში ჰაერის ტემპერატურის მატებას ალუბლის ნაადრევად ყვავილობაც კი მოჰყვა.

ესპანეთში, ბილბაოში გასულ კვირაში დაფიქსირდა 25°C, რაც ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ საშუალო ტემპერატურაზე 10°C-ით უფრო მაღალია. ამ რეგიონისთვის მოცემული ტემპერატურა ივლისის საშუალო ტემპერატურის ეკვივალენტია.

შვეიცარიაში ჰაერის ტემპერატურამ 20°C-ს მიაღწია. თბილმა ამინდმა გავლენა იქონია ალპების სათხილამურო კურორტებზე, სადაც თოვლის დეფიციტი იყო.

ბელარუსში დაფიქსირდა 16°C , რაც წინა რეკორდს 4.5°C -ით აღემატებოდა.

აღნიშნულის პარალელურად კი ჩრდილოეთ ამერიკა უკვე კვირებია, ძლიერ ყინვასა და შტორმს ებრძვის, რასაც 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ამერიკაში ძლიერი ყინვები კიდევ გაგრძელდება. კვლავ ელოდებიან დედამიწის ამ ნაწილში ძლიერი ყინვის გაგრძელებას.

სინოპტიკოსები განმარტავენ, რომ კლიმატის ცვლილების გამო, სიცხის ტალღები გახშირდა, უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი გახდა, რაც სამომავლოდ კიდევ მეტად შესამჩნევი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ აჩვენებს სხვადასხვა აპლიკაცია განსხვავებულ ამინდს  და რატომ იცვლება ის ხშირად?
რატომ აჩვენებს სხვადასხვა აპლიკაცია განსხვავებულ ამინდს და რატომ იცვლება ის ხშირად?
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL