თბილისი

ორშაბათი, 26 ოქტომბერი

15°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

16 საათი
16°
17 საათი
16°
18 საათი
16°
19 საათი
15°
20 საათი
14°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

6 kph, E

წნევა:

102.20 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

16°

15°

E

76 %

6 kph

102.20 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
23 ოქტ 24 ოქტ
1 USD 2.5973 2.5971 -0.01%
1 EUR 2.9137 2.9090 -0.16%
100 RUB 3.1869 3.2237 1.15%
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია

ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ანდრა-პრადეშისა და ოდიშის შტატები ციკლონ Arnab-ის მოსვლას ემზადებიან. ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციისთვის ემზადება, რადგან პროგნოზით, სტიქია სანაპიროს ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს მიაღწევს. მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ინტენსიური წვიმა, რომელმაც შესაძლოა დატბორვა გამოიწვიოს.

Reuters-ის 26 ოქტომბრის ინფორმაციით, ციკლონი ბენგალის ყურეში ჩამოყალიბდა და ციკლონურ შტორმად გაძლიერდა. ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ის ოთხშაბათს დილით ანდრა-პრადეშის სანაპიროს მიაღწევს. ქარის დაბერვის სიჩქარემ შესაძლოა საათში 140 კილომეტრს მიაღწიოს, ხოლო შტორმი მანამდე კიდევ გაძლიერდეს.

ანდრა-პრადეშში დაახლოებით 570 000 ადამიანი პოტენციურად მოწყვლადად მიიჩნიეს. შტატის კატასტროფების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობის ევაკუაცია ორშაბათ საღამოს უნდა დაწყებულიყო. ხელისუფლებამ ზღვაში მყოფ გემებს ნაპირზე დაბრუნებისკენ მოუწოდა და ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვის შემთხვევაში მისი მიწოდების სწრაფად აღსადგენად მზადება დაავალა.

პროგნოზით, ძლიერი ან უკიდურესად ძლიერი წვიმა მოსალოდნელია ანდრა-პრადეშის ჩრდილოეთ და ცენტრალურ სანაპირო რაიონებში, ასევე მეზობელი ოდიშის სამხრეთ ნაწილში.

ოდიშის შტატში სკოლები და კოლეჯები დროებით დაიხურება. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებები ხუთ რაიონში სამშაბათსა და ოთხშაბათს არ იმუშავებს. პარალელურად, მიმდინარეობს დაბლობ და დატბორვის რისკის მქონე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ციკლონებისგან დასაცავ თავშესაფრებში გადაყვანისთვის მზადება.

ბენგალის ყურე ტროპიკული ციკლონების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი რეგიონია. სანაპირო დასახლებებისთვის მსგავსი შტორმები განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის გამო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
მართლა აქვს თუ არა წვიმას სუნი?
მართლა აქვს თუ არა წვიმას სუნი?
ამაზონში ხანძრების რაოდენობა 253%-ით გაიზარდა - ცეცხლის კერები 36 მუნიციპალიტეტს მოედო
ამაზონში ხანძრების რაოდენობა 253%-ით გაიზარდა - ცეცხლის კერები 36 მუნიციპალიტეტს მოედო
შტორმი Austen ევროპას უახლოვდება - ძლიერი ქარი, წვიმა და დატბორვის საფრთხე
შტორმი Austen ევროპას უახლოვდება - ძლიერი ქარი, წვიმა და დატბორვის საფრთხე
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL