თბილისი

ხუთშაბათი, 21 მაისი

15°

ამინდი საათების მიხედვით

22 საათი
15°
23 საათი
15°
21 საათი
17°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

18 kph, ENE

წნევა:

101.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

18°

15°

ENE

93 %

18 kph

101.00 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
21 მაი 22 მაი
1 USD 2.6751 2.6750 -0.0%
1 EUR 3.1034 3.1043 0.03%
100 RUB 3.7598 3.7830 0.62%
რა ვითარებაა გომბორის გზაზე - თოვლმა კახეთში პრობლემები შექმნა
რა ვითარებაა გომბორის გზაზე - თოვლმა კახეთში პრობლემები შექმნა

ინ­ტენ­სი­ურ­მა თო­ვამ კა­ხეთ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ლი­პყი­ნუ­ლის გამო რე­გი­ონ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მე სო­ფელს არ მი­ე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია.

ამ დრო­ის­თვის თო­ვის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ვა­ზი­ა­ნი-გომ­ბო­რი-თე­ლა­ვის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ36-კმ64 (ვე­რო­ნა-თე­ლა­ვი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის (ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე) ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია

უა­მინ­დო­ბის გამო სიღ­ნაღს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბო­და. ამ დრო­ის­თვის ელექტრო ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბა უკვე აღ­დგე­ნი­ლია შემ­დეგ სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში: სიღ­ნა­ღი, ქვე­მო მა­ჩხა­ა­ნი, ხირ­სა, ხორ­ნა­ბუ­ჯი, ყა­რა­ღა­ჯი, ძვე­ლი ანა­გა, ტი­ბა­ა­ნი, ბოდ­ბის­ხე­ვი ნა­წი­ლობ­რივ, წნო­რი, სა­ქო­ბო, მა­ღა­რო, ქვე­მო ბოდ­ბე, ილი­აწ­მინ­და, ნუკ­რი­ა­ნი ნა­წი­ლობ­რივ.

რო­გორც "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გან­მარ­ტეს,შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ, რათა დე­ნის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის მი­წო­დე­ბა აღუდ­გეთ.

ყვა­რელ­ში უხვი ნა­ლე­ქი­სა და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო მოყი­ნულ მთა­ვარ და შიდა სა­უბ­ნო გზებ­ზე იყ­რე­ბა ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი და მუ­შა­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა. გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, რომ გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა უსაფრ­თხოდ იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ნალექის გამო სკოლებში მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა"ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი გივი ზა­უ­ტაშ­ვი­ლი გაწ­მენ­დის სა­მუ­შაო პრო­ცესს ად­გილ­ზე აკ­ვირ­დე­ბო­და. ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ოპე­რა­ტი­უ­ლად მუ­შა­ო­ბენ მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­ლავს, თე­ლა­ვის მას­შტა­ბით მთა­ვა­რი და შიდა სა­უბ­ნო გზე­ბის გაწ­მენ­და მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და დი­ლი­დან აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა.დაყ­რი­ლია ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი და მუ­შა­ობს მძი­მე ტექ­ნი­კა. გზებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის­თა­ნა­ვე, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აღ­დგე­ბა.

"გუ­შინ გვი­ან ღა­მით, რვა­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი გა­სუ­ლი­ყო გა­რეთ, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თოვ­ლის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის გაშ­ლა. თე­ლა­ვი-გომ­ბო­რი-ვა­ზი­ა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა. რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ხდე­ბა შე­ზღუდ­ვა ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სიღ­ნა­ღის, გურ­ჯა­ა­ნის, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებს არ მი­ე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია, მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა შე­სა­ბა­მის სოფ­ლებ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის აღ­დგე­ნა. უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ეტაპ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოხ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა", - აცხა­დებს კა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი, გი­ორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
როგორ წარმოიქმნება ქარი და რატომ არის ის მაისში განსაკუთრებით ხშირი?
როგორ წარმოიქმნება ქარი და რატომ არის ის მაისში განსაკუთრებით ხშირი?
კლიმატის ცვლილება: რატომ არ არის ეს მხოლოდ „ბუნების დაცვა“ და როგორ შეეხება ის თითოეულ ჩვენგანს?
კლიმატის ცვლილება: რატომ არ არის ეს მხოლოდ „ბუნების დაცვა“ და როგორ შეეხება ის თითოეულ ჩვენგანს?
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს
უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

კილომეტრი
მილი
USD
GEL