თბილისი

ოთხშაბათი, 01 ივლისი

21°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

3 საათი
22°
4 საათი
22°
5 საათი
21°
6 საათი
20°
7 საათი
21°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

11 kph, E

წნევა:

101.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

22°

21°

E

68 %

11 kph

101.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
01 ივლ 02 ივლ
1 USD 2.6444 2.6431 -0.05%
1 EUR 3.0141 3.0123 -0.06%
100 RUB 3.3893 3.3898 0.01%
ფლორიდას საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დაატყდა თავს
ფლორიდას საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დაატყდა თავს

აშშ-ში, შტატ ფლორიდას მე-3 კატეგორიის ქარიშხალი “მილტონი“ დაატყდა თავს. ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.

უცნობია გარდაცვლილთა რიცხვი, თუმცა ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქის შერიფის განცხადებით, არის დაღუპვის “მრავლობითი შემთხვევა“, ხოლო ტერიტორია მთლიანად განადგურებულია.

“მილტონს აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, - განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა.

ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივი მოსახლეობა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, თავს საერთო თავშესაფრებს აფარებს.

ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი.

ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.

შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო, წინა დღეებში მილიონობით ადამიანს სახლის დატოვების ბრძანება მიეცა. “მილტონს“ უკვე უწოდეს "ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ამ რეგიონს ბოლო საუკუნეში დაატყდა თავს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რა შემთხვევაში იმატებს წვიმის შემდეგ უსიამოვნო ტენიანობა და ჩახუთულობა?
რა შემთხვევაში იმატებს წვიმის შემდეგ უსიამოვნო ტენიანობა და ჩახუთულობა?
ევროპაში რეკორდული სიცხეა - რამდენად ანომალიურია ამინდი იმ ქვეყნებში, სადაც ახლა ზამთარია?
ევროპაში რეკორდული სიცხეა - რამდენად ანომალიურია ამინდი იმ ქვეყნებში, სადაც ახლა ზამთარია?
სიცხის ფონზე ზოგიერთ რეგიონში სეტყვაა მოსალოდნელი
სიცხის ფონზე ზოგიერთ რეგიონში სეტყვაა მოსალოდნელი
საფრანგეთში გარდაცვლილთა რაოდენობა ათასს აჭარბებს - ევროპაში ანომალიური სიცხე გრძელდება -
საფრანგეთში გარდაცვლილთა რაოდენობა ათასს აჭარბებს - ევროპაში ანომალიური სიცხე გრძელდება -

კილომეტრი
მილი
USD
GEL