თბილისი

ხუთშაბათი, 12 მარტი

8°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

19 საათი
7°
20 საათი
7°
21 საათი
6°
22 საათი
6°
23 საათი
5°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

6 kph, SSE

წნევა:

102.70 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

8°

7°

SSE

49 %

6 kph

102.70 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
12 მარ 13 მარ
1 USD 2.7300 2.7321 0.08%
1 EUR 3.1695 3.1564 -0.41%
100 RUB 3.4422 3.4510 0.26%
"დიდი ბეჭედი" კოსმოსში: ახალი აღმოჩენა კოსმოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს
"დიდი ბეჭედი" კოსმოსში: ახალი აღმოჩენა კოსმოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს

ბრიტანელმა მეცნიერებმა კოსმოსში გიგანტური რგოლის ფორმის სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

იგი ლანკაშირის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ალექსია ლოპესმა აღმოაჩინა და "დიდი ბეჭედი" უწოდა. კვლევის შედეგები ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების (AAS) 243-ე შეხვედრაზე წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ აღმოჩენა ეწინააღმდეგება კოსმოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს. კოსმოლოგიური პრინციპის მიხედვით, მთელი მატერია თანაბრად არის განაწილებული სამყაროში, ამიტომ ისეთი დიდი სტრუქტურები, როგორიცაა "დიდი ბეჭედი", უბრალოდ ვერ იარსებებს.

"ამჟამინდელი კოსმოლოგიური თეორიებიდან გამომდინარე, არ გვეგონა, რომ ამ მასშტაბის სტრუქტურების არსებობა შესაძლებელი იყო“, - ამბობს ალექსია ლოპესი.

"დიდი ბეჭედი" არ არის კოსმოლოგიური პრინციპის პირველი სავარაუდო დარღვევა. სამეფო ასტრონომიული საზოგადოების დირექტორის მოადგილის, რობერტ მასის თქმით, მეცნიერებმა "კოსმოლოგიის ძირითად პრინციპებს უნდა გადახედონ“.

მსგავსი დიდი სტრუქტურები აღმოაჩინეს სხვა კოსმოლოგებმა - მაგალითად, "სლოანის დიდი კედელი" და "სამხრეთ პოლუსის კედელი". მაგრამ ყველაზე დიდი წარმონაქმნი ჰერკულეს-კორონა-ბორალისის დიდი კედელია, რომლის სიგანე დაახლოებით 10 მილიარდი სინათლის წელია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
უეაცარი დათბობის შემდეგ, საქართველოში კვლავ წლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი
უეაცარი დათბობის შემდეგ, საქართველოში კვლავ წლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი
თუ დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად იცვლება, ეს უნდა იცოდეთ
თუ დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად იცვლება, ეს უნდა იცოდეთ
5-6 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება - 7 მარტს კი ამინდი კვლავ შეიცვლება
5-6 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება - 7 მარტს კი ამინდი კვლავ შეიცვლება
საქართველოში კვლავ მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოში კვლავ მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

კილომეტრი
მილი
USD
GEL