თბილისი

ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი

11°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

23 საათი
11°
22 საათი
15°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

6 kph, N

წნევა:

102.20 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

14°

11°

N

76 %

6 kph

102.20 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
22 ოქტ 23 ოქტ
1 USD 2.7110 2.7105 -0.02%
1 EUR 3.1475 3.1407 -0.22%
100 RUB 3.3320 3.3156 -0.49%
მარსიდან ქვები დედამიწაზე ცვივა - რას ამბობენ მეცნიერები?
მარსიდან ქვები დედამიწაზე ცვივა -  რას ამბობენ მეცნიერები?

კა­ცობ­რი­ო­ბას მარსზე ფეხი ჯერ არ და­უდ­გამს, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­სი თა­ვად მი­ვი­და ადა­მი­ა­ნებ­თან - ქვის ნა­ტე­ხე­ბი წი­თე­ლი პლა­ნე­ტი­დან დე­და­მი­წა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ქა­ნე­ბი, რო­მელ­თა წარ­მო­შო­ბა ნამ­დვი­ლად მარსს უკავ­შირ­დე­ბა და რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წა­ზე გა­მოჩ­ნდა, წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე ცოტა ხნის წინ წარ­მო­იქ­მნა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მარ­სის ზე­და­პი­რი უკვე კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი და აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქვის ნა­ტე­ხე­ბი საკ­მა­ოდ ძვე­ლია. გა­მო­რი­ცხუ­ლი არც ის არის, რომ არას­წო­რია ქა­ნე­ბის წარ­მოქ­მნის გა­მოთ­ვლე­ბიც.

და­თა­რი­ღე­ბის სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კამ სხვა­დას­ხვა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი ბო­ლომ­დე არ არი­ან დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი იმ დე­ბუ­ლე­ბებ­ში, თუ რო­დის წარ­მო­იქ­მნა ეს ქა­ნე­ბი მარსზე. ამ­ჟა­მად მეც­ნი­ე­რე­ბი აშშ-დან და დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კლდის ნა­ტე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ახა­ლია - ის სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ნი­ლი­ო­ნი წლი­საა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ კი შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვა­წო­დოს მი­ნიშ­ნე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ თუ რამ­დენ ხანს დას­ჭირ­და მე­ტე­ო­რი­ტებს აქ მოხ­ვედ­რა, ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნა შეგ­ვექ­მნას, მარსზე მიმ­დი­ნა­რე გე­ო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ზე.

"გარ­კვე­უ­ლი ქი­მი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­დან ვი­ცით, რომ ეს მე­ტე­ო­რი­ტე­ბი ნამ­დვი­ლად მარ­სი­დან არის“, - ამ­ბობს ვულ­კა­ნო­ლო­გი ბენ კო­ე­ნი გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, რო­მე­ლიც კვლე­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.ამ დრო­ის­თვის დე­და­მი­წა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 360 მე­ტე­ო­რი­ტის ნი­მუ­შია ნა­პოვ­ნი, რომ­ლე­ბიც და­ზუს­ტე­ბით მარ­სი­დან არის. მათი უმე­ტე­სო­ბა კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც შერ­გო­ტი­ტი - მე­ტა­ლე­ბით მდი­და­რი მარ­სის ქა­ნე­ბის ტიპი, რო­მე­ლიც ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დროს არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. შერ­გო­ტი­ტის ასა­კის და­სად­გე­ნად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დი ცნო­ბი­ლია რო­გორც არ­გო­ნის და­თა­რი­ღე­ბა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი კა­ლი­უ­მის არ­გო­ნად დაშ­ლა­ზე.

ვი­ნა­ი­დან ეს დაშ­ლის სიჩ­ქა­რე წარ­მოქ­მნის არ­გო­ნის იზო­ტო­პე­ბის ცნო­ბილ თა­ნა­ფარ­დო­ბას, მეც­ნი­ე­რებს შე­უძ­ლი­ათ შე­ხე­დონ ამ თა­ნა­ფარ­დო­ბას იმის და­სად­გე­ნად, თუ რამ­დენ ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი დაშ­ლა და კლდის ნი­მუ­ში ამ­გვა­რად და­ა­თა­რი­ღონ. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ა­თა­რი­ღეს შერ­გო­ტი­ტის შვი­დი ნი­მუ­ში, მათი ასა­კი კი 161 მი­ლი­ო­ნი­დან 540 მი­ლი­ონ წლამ­დე მერ­ყე­ობს. მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ხში­რი აფეთ­ქე­ბე­ბი მარსზე, რო­მელ­მაც და­არ­ღვია ძვე­ლი ზე­და­პი­რი და გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა ქვე­მო­დან ახა­ლი კლდე, რო­მე­ლიც სავ­სეა ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბით.

სა­ბო­ლო­ოდ, უფრო სა­ვა­რა­უ­დო ხდე­ბა, რომ ახა­ლი კლდე გა­თხრი­ლი და ამოგ­ლე­ჯი­ლია. მარ­სის ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბა შე­საძ­ლოა, დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. მეც­ნი­ერ­თა შე­ფა­სე­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 200 ზე­მოქ­მე­დე­ბა 4 მეტრზე მეტი დი­ა­მეტ­რის კრა­ტე­რებს ქმნის. ასე რომ, ალ­ბათ გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ახ­ლად წარ­მოქ­მნი­ლი ქა­ნე­ბი, მზის სის­ტე­მის გარ­შე­მო შე­მოვ­ლი­თი გზით ხან­და­ხან დე­და­მი­წის­კე­ნაც ეშ­ვე­ბი­ან...

ეკა დარჩიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
თოვლის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია - გაიგეთ დეტალები
თოვლის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია - გაიგეთ დეტალები
დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
როგორი ამინდი იქნება თბილისში ოქტომბრის განმავლობაში?
როგორი ამინდი იქნება თბილისში ოქტომბრის განმავლობაში?

კილომეტრი
მილი
USD
GEL