თბილისი

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი

19°
უმეტესად ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

8 საათი
20°
9 საათი
21°
10 საათი
23°
11 საათი
24°
12 საათი
25°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

13 kph, NW

წნევა:

101.60 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

20°

19°

NW

88 %

13 kph

101.60 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
16 სექ 17 სექ
1 USD 2.6085 2.6081 -0.02%
1 EUR 3.0097 3.0084 -0.04%
100 RUB 3.0940 3.0886 -0.17%
ძლიერმა წვიმამ ოზურგეთსა და ფოთში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ოზურგეთსა და ფოთში პრობლემები შექმნა

ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები.

წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებშიც შეაღწია. მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გაუნადგურდა. რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია მიწა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

"მთელი ღამე წვიმდა, ძლიერი წვიმა იყო, გამოანგრია ყველაფერი. სახლი წყლითაა სავსე, ყველაფერი გაგვიფუჭდა. სანიაღვრე არხები არ სუფთავდება. მოდიან, მარტო სურათს გადაიღებენ და მიდიან“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

"უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქი. მდინარეები გადმოვიდა კალაპოტიდან და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. ასევე, დაიტბორა ბაზრის ტერიტორია. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები. მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მოძრაობდნენ მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს სხვადასხვა ლოკაციაზე ამოტუმბვით სამუშაოებს. დილის საათებში წვიმამ გადაიღო, მდინარეებზე წყალმა იკლო, მაგრამ მოსახლეობაში ჯერ კიდევ პრობლემებია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობს”, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძემ.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები ფოთშიც შექმნა. უხვის ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

„წლებია ეს პრობლემა დგას და ამ დრომდე ვერ გვარდება. ყოველი უხვი ნალექის მოსვლას შიშით ველოდებით. ხელისუფლებამ ეს საკითხი ოდესღაც ხომ უნდა გადაჭრას? ამბობენ, რომ სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობსო, მაგრამ არა მგონია ასე იყოს”, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
მიწისძვრა - რა ხდება მაშინ, როცა დედამიწა ირყევა?
მიწისძვრა - რა ხდება მაშინ, როცა დედამიწა ირყევა?
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში

კილომეტრი
მილი
USD
GEL