თბილისი

ხუთშაბათი, 09 მაისი

8°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

6 საათი
9°
7 საათი
11°
8 საათი
13°
9 საათი
15°
10 საათი
16°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

9 kph, NNE

წნევა:

102.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

9°

6°

NNE

87 %

9 kph

102.00 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
08 მაი 09 მაი
1 USD 2.6800 2.6797 -0.01%
1 EUR 2.8848 2.8812 -0.12%
100 RUB 2.9378 2.9138 -0.82%
"დედამიწიდან მას არასწორი ბრძანება გაუგზავნეს" - ხომალდმა, რომელიც კოსმოსში 46 წელია მოგზაურობს, დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა
"დედამიწიდან მას არასწორი ბრძანება გაუგზავნეს" - ხომალდმა, რომელიც კოსმოსში 46 წელია მოგზაურობს, დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა

ამერიკული კოსმოსური სააგენტოს NASA-ს განცხადებით, Voyager 2-მა დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც დედამიწიდან მას არასწორი ბრძანება გაუგზავნეს.

შეცდომის შედეგად დედამიწისკენ მიმართული ანტენის ღერძი 2 °-ით გადაიხარა, რის გამოც ხომალდმა ინფორმაციის მიღების და გადაცემის უნარი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მან ჯერ კიდევ 21 ივლისიდან შეწყვიტა ბრძანებების მიღება სახმელეთო მაკონტროლებლებისგან.

ამჟამად Voyager 2 დედამიწიდან 19,9 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და სივრცეში 55346 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. იგი კოსმოსში 46 წელია დაფრინავს. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციის აღდგენის იმედი მაინც არსებობს - NASA-ს კვლევითი ცენტრის განცხადებით, ისინი მუდმივად აგზავნიან სიგნალებს Voyager 2-ის ლოკაციაზე, მასთან კონტაქტის დამყარების მიზნით.

Voyager program - ამერიკული სამეცნიერო პროგრამაა, რომლის საფუძველზეც, 1977 წელს ნასამ მზის სისტემის მიღმა მდებარე სივრცის შესასწავლად, კოსმოსში ორი იდენტური ავტომატური კოსმოსური ზონდი "ვოიაჯერ 1" და "ვოიაჯერ 2" გაუშვა.

ზონდზე მიმაგრებულია მრგვალი ალუმინის ყუთი, რომელშიც მოოქრული ვიდეო დისკია. დისკი 115 სლაიდისგან შედგება, რომლებიც შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო მონაცემებს, დედამიწის ხედებს, მის კონტინენტებს, სხვადასხვა პეიზაჟებს, სცენებს ცხოველებისა და ადამიანების ცხოვრებიდან, მათ ანატომიურ სტრუქტურასა და ბიოქიმიურ სტრუქტურას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
ათენი ნარინჯისფერმა მტვრის ღრუბლებმა დაფარა
ათენი ნარინჯისფერმა მტვრის ღრუბლებმა დაფარა
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
როგორი ამინდი იქნება თბილისში უახლოეს დღეებში
როგორი ამინდი იქნება თბილისში უახლოეს დღეებში

კილომეტრი
მილი
USD
GEL