თბილისი

სამშაბათი, 07 მაისი

13°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

14 საათი
12°
15 საათი
13°
16 საათი
13°
17 საათი
13°
18 საათი
13°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

33 kph, NW

წნევა:

101.30 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

16°

13°

NW

81 %

33 kph

101.30 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
03 მაი 04 მაი
1 USD 2.6797 2.6797 0.0%
1 EUR 2.8684 2.8777 0.32%
100 RUB 2.9172 2.9252 0.27%
2023 წლის ცხელი ივნისი და მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე - ევროპის 13 ქვეყანაში დენგეს ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები გაჩნდა
2023 წლის ცხელი ივნისი და მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე - ევროპის 13 ქვეყანაში დენგეს ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები გაჩნდა

2023 წლის ცხელი ივნისი და მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე - ევროპის 13 ქვეყანაში დენგეს ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები გაჩნდა

სპეციალისტების პროგნოზი, რომ ზაფხულის სიცხეები პიკს ივლისში მიაღწევდა, ნაწილობრივ გამართლდა: ზაფხული ნამდვილად ცხელია, თუმცა სიცხემ მსოფლიო რეკორდი ჯერ კიდევ ივნისში მოხსნა.

თბილი ზამთრისა და მშრალი გაზაფხულის შემდეგ, შვება არც ზაფხულს მოუტანია. ტრადიციულად, სიცხე, ხანძრები და გვალვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მეორე ნახევარში იწყება, მაგრამ წელს ყველაფერი სხვაგვარად არის.

ივნისი საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. და მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ზაფხული ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ის ბოლო წლების ყველაზე ცხელი ზაფხულის წოდებას მოიპოვებს.

ევროპის 13 ქვეყანაში, დენგეს ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ვირუსის მატარებელი კოღოები გაჩნდა. ევროკავშირის ინფექციური დაავადებების პრევენციის ცენტრის ბოლო კვლევის მიხედვით, ათი წლის წინ ასეთი მხოლოდ 8 ქვეყანა იყო.

მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება, ზუსტი მიზეზი უცნობია: მეცნიერები შეშფოთებას ვერ მალავენ - რა უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს?

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ცხელი ამინდები ამ მწერებს სასათბურე პირობებს უქმნის, ამიტომ სიფრთხილე განსაკუთრებით აუცილებელია.

პრობლემა მწვავეა. ამიტომ თითქმის ყველა ქვეყანა შეთანხმდა ატმოსფეროში სითბური ემისიების შემცირებაზე.

პლანეტაზე საშუალო წლიური ტემპერატურა 1,2 გრადუსით მაღალია, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ხმელეთზე არ არის - ორივე პოლუსზე ყინულის საფარი დნება. ივნისში ოკეანეების ზედაპირი 0,2 გრადუსით თბილი აღმოჩნდა, ვიდრე წელიწადის ამ დროს სხვა წლებში.

კანადის ხანძრები, პეკინის სიცხე და ევროპული გვალვა

დიდი ალბათობით, 2023 წლის ივნისი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველა კონტინენტის მაცხოვრებელს დაამახსოვრდება.

ყოველწლიურად კანადა სტიქიური უბედურებების ჯაჭვს აწყდება, რაც გლობალურ დათბობასთან არის დაკავშირებული. გასულ წელს კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბია დაიტბორა და ქარიშხალმა გადაუარა. მანამდე ერთი წლით ადრე კი, რეკორდულმა სიცხემ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

არც ეს წელია გამონაკლისი: კანადაში ტყის ხანძრების "სეზონი“ უკვე დაიწყო, თანაც დიდი ალბათობით, ყველაზე უარესი "სეზონი“.

კანადის ხანძრის კვამლმა მეზობელი აშშ-ის შტატებიც მოიცვა და ევროპამდეც კი მიაღწია.

მექსიკაში საქმე კიდევ უფრო უარესადაა. იქ მსხვერპლთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. აპრილიდან მოყოლებული ქვეყანა სიცხის მესამე ტალღას ებრძვის და ხელისუფლება უკვე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მეოთხე ტალღა უკვე გზაშია.

გვალვაა ესპანეთის სამხრეთში, ხოლო სევილიასა და კორდობაში ტემპერატურა ივნისის ბოლოს + 44 გრადუსამდე გაიზარდა.

დიდ ბრიტანეთში წლევანდელი ივნისი ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 32 გრადუსზე ზემოთ ტემპერატურა არ ასულა, ღამეები ისეთი თბილი იყო, რომ 2023 წლის ივნისმა 1940 და 1976 წლების რეკორდები მოხსნა.

გერმანიაში მთავარმა მდინარე რაინმა ვადაზე ადრე დაიწყო გაშრობა.

აზიაში მილიარდობით ადამიანი იტანჯება სიცხისგან:

ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 10 დღის განმავლობაში დაფარული იყო სიცხის მძლავრი ტალღით, რა დროსაც 40 გრადუსი ტემპერატურა ზედიზედ სამი დღე გაგრძელდა, პირველად 1951 წლის შემდეგ.

ინდოეთში კიდევ უფრო თბილა. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ივნისში თერმომეტრი 46 გრადუსს მიუახლოვდა.

ივნისში ასობით ათასი მუსლიმი მივიდა საუდის არაბეთის წმინდა ადგილებზე, სადაც დღის განმავლობაში 48 გრადუსზე მეტი იყო ტემპერატურა, რა დროსაც 2000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა სიცხისგან და სულ მცირე, 230 დაიღუპა.

რა ღირს დათბობა?

მხოლოდ გასულ წელს კლიმატური კატაკლიზმები ევროპას 2 მილიარდი დოლარი და 16 000 ადამიანის სიცოცხლე დაუჯდა.

კანადა პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის, მისი სტიქიური ზარალი, რომელიც გლობალური დათბობით გაძლიერდება, წელიწადში 11 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მსოფლიო ცდილობს გადავიდეს ახალ ენერგიაზე და თანდათან უარი თქვას წიაღისეული საწვავის დაწვაზე. ეს მოითხოვს ტრილიონი დოლარის ინვესტიციას მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში, ელექტროტრანსპორტსა და ელექტრო ქსელის განახლებაში.

ყველა ეს ხარჯი შეუსაბამოა გლობალური ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის პირობებში, რაც დიდწილად გამოწვეულია რუსეთის ომით უკრაინაში.

თუ ელ-ნინიო შემოდგომაზე მოვა და რამდენიმე წელიწადს გასტანს, კლიმატის კრიზისი გარდაუვალი იქნება.

ცნობისთვის: რა არის ელ-ნინიო?

ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა; თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არანაკლებ ერთი წელი. ჩვეულებრივ, ისახება დეკემბერში, ემთხვევა საშობაო დღესასწაულებს, საიდანაც მოდის სახელწოდება "ელ-ნინიო“, რაც თარგმანში აღნიშნავს „ბავშვს“, სადაც იგულისხმება იესო ქრისტე.

1982-83 და 1997-98 წლებში ელ -ნინიომ მსოფლიო კეთილდღეობა სულ მცირე ხუთი წლით შეანელა.

მსოფლიო ეკონომიკას ის 5,7 ტრილიონი დოლარი დაუჯდა და დაახლოებით 23 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ათენი ნარინჯისფერმა მტვრის ღრუბლებმა დაფარა
ათენი ნარინჯისფერმა მტვრის ღრუბლებმა დაფარა
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
თბილისში 31 გრადუსამდე დათბება - ამინდის პროგნოზი საქართველოს რაიონებში
თბილისში 31 გრადუსამდე დათბება - ამინდის პროგნოზი საქართველოს რაიონებში
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში

კილომეტრი
მილი
USD
GEL