თბილისი

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი

23°
ნაწილობრივ მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

10 საათი
24°
11 საათი
25°
12 საათი
26°
13 საათი
27°
14 საათი
27°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

101.60 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

23°

23°

CLM

68 %

0 kph

101.60 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
16 სექ 17 სექ
1 USD 2.6085 2.6081 -0.02%
1 EUR 3.0097 3.0084 -0.04%
100 RUB 3.0940 3.0886 -0.17%
„ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება“ - სვეტლანა ნიორაძე ივნისისა და ივლისის თვეში მოსალოდნელი ამინდის შესახებ
„ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება“ - სვეტლანა ნიორაძე ივნისისა და ივლისის თვეში მოსალოდნელი ამინდის შესახებ

23 ივნისამდე მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა იკლებს. 24 ივნისიდან ნელ-ნელა გამოიდარებს, 25 და 26 ივნისს ჩვენ უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მცირე ნალექის შესაძლებლობას.

ასეთია ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის სვეტლანა ნიორაძის კომენტარი მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით.

„ზაფხულის ამინდები ჯერ არ დაიწყება... 24 ივნისიდან 27 ივნისამდე კარგი ამინდი გვექნება, 27 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 28-29 ივნისს კვლავ ველოდებით ამინდის პირობების გაუარესებას, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ზოგადად, ივნისი, ისევე როგორც მაისი აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების და სეტყვიანობის მაქსიმუმით ხასიათდება. ანუ ის რაც ახლა ხდება, არაფერი უჩვეულო არ არის. გვქონია ნაკლებად ნალექიანი ივნისი, უფრო მეტად ნალექიანიც, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ ნალექების რაოდენობა ნორმაზე მეტი გვაქვს,“ - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე განმარტებით, შესაძლოა წყალმოვარდნები კვლავ დაფიქსირდეს. ეს ნალექის ინტენსივობაზეა დამოკიდებული.

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს ვარაუდით, ივლისშიც იქნება ნალექიანი პერიოდები, თუმცა მაღალ ტემპერატურასა და უნალექო დღეებსაც უნდა ველოდოთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ წვიმს შემოდგომაზე ხშირად? - მეტეოროლოგიური მიზეზები და ბუნების კანონზომიერება
რატომ წვიმს შემოდგომაზე ხშირად? - მეტეოროლოგიური მიზეზები და ბუნების კანონზომიერება
რატომ გვეძინება შემოდგომაზე ასე ადრე? - ამინდის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ საათზე
რატომ გვეძინება შემოდგომაზე ასე ადრე? - ამინდის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ საათზე
როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა ავიაციაზე
როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა ავიაციაზე
სად წვიმს სექტემბერში ყველაზე მეტი? - მსოფლიოს 5 ყველაზე წვიმიანი ქვეყანა
სად წვიმს სექტემბერში ყველაზე მეტი? - მსოფლიოს 5 ყველაზე წვიმიანი ქვეყანა

კილომეტრი
მილი
USD
GEL