თბილისი

ხუთშაბათი, 04 ივნისი

24°
უმეტესად ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

17 საათი
25°
18 საათი
26°
19 საათი
27°
20 საათი
24°
21 საათი
22°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

22 kph, WSW

წნევა:

101.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

24°

24°

WSW

46 %

22 kph

101.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
03 ივნ 04 ივნ
1 USD 2.6660 2.6653 -0.03%
1 EUR 3.1043 3.0960 -0.27%
100 RUB 3.6659 3.6337 -0.88%
როგორ მოქმედებს მთვარე დედამიწის ამინდზე
როგორ მოქმედებს მთვარე დედამიწის ამინდზე

მთვარის ფაზებსა და ოკეანის მოქცევებს შორის მჭიდრო კავშირია. ოკეანის ტალღები ასე ცხადად შესამჩნევი არ იქნებოდა, რომ არ არა მთვარის გრავიტაციის ძალა. ამის შესახებ ბევრმა იცის, თუმცა არ იციან, რომ რომ მთვარის ფაზებსა და დედამიწაზე არსებულ ამინდს შორისაც არსებობს გარკვეული კავშირი.

მთვარე დედამიწიდან დაახლოებით 384,400 კილომეტრით არის დაშორებული. მანძილის მიუხედავად მისი გავლენა ჩვენს პლანეტაზე ცალსახაა. მთვარე დედამიწაზე არსებულ ამინდზე გავლენას ახდენს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გზით. ამის მთავარი და უტყუარი დასტური გახლავთ ის, რომ მთვარის გრავიტაციული ძალა მოქმედებს ოკეანის მოქცევაზე. მოქცევა კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ამინდზე.

გარდა აღნიშნულისა, მთვარე გავლენას ახდენს როგორც პოლარულ ტემპერატურაზე, ისე ჩვენს პლანეტაზე ნალექის რაოდენობაზე.

ცნობილია, რომ ყოველ 24-საათიან ციკლში არის ორი მოქცევა და მიქცევაა. მოქცევა პიკს აღწევს ახალი და სავსე მთვარის პერიოდში, ხოლო მიქცევა აღნიშნულ პერიოდში საშუალოზე უფრო სუსტია. ოკეანის მოქცევის ინტენსივობა გავლენას ახდენს ოკეანეებში დინებების მოძრაობაზე მთელ პლანეტაზე, რაც, თავის მხრივ, ცვლის ამინდს ცივი და თბილი დინებების ინტენსივობის გზით.

University of Washington-ის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მთვარე ზემოქმედებს დედამიწაზე მოსული წვიმის რაოდენობაზეც. როდესაც მთვარე ცის მაღალ წერტილში დგას, ის გავლენას ახდენს დედამიწის ატმოსფეროსა და შედეგად, ნალექის რაოდენობაზე. მთვარის ატმოსფეროზე გავლენა არის ზეწოლის ტიპის და სწორედ ეს იწვევს ნალექის მომატებულ რაოდენობას.

მეორე მხრივ, სატელიტური მონაცემებით დადასტურებულია რომ სავსე მთვარის პერიოდში ატმოსფერული ტემპერატურა 0.55 გრადუსით უფრო მაღალია, ვიდრე სავსე მთვარის დროს. უშუალოდ დედამიწაზე კი ტემპერატურა უმნიშვნელოდ, 0.02 გრადუსითაა მომატებული. მცირე ცვლილების მიუხედავად ფაქტია, რომ მთვარე ჩვენი პლანეტის ამინდზე გავლენას ახდენს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ლურჯი მთვარე - რეალობა თუ კოსმოსური ილუზია?
ლურჯი მთვარე - რეალობა თუ კოსმოსური ილუზია?
რატომ წვიმს ზაფხულში სულ უფრო ხშირად
რატომ წვიმს ზაფხულში სულ უფრო ხშირად
ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი - საქართველოში კვლავ უამინდობაა
ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი - საქართველოში კვლავ უამინდობაა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კილომეტრი
მილი
USD
GEL