თბილისი

ორშაბათი, 02 ნოემბერი

14°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

8 საათი
14°
9 საათი
14°
10 საათი
15°
11 საათი
16°
12 საათი
17°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

4 kph, N

წნევა:

102.47 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

17°

14°

N

92 %

4 kph

102.47 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
30 ოქტ 31 ოქტ
1 USD 2.5959 2.5992 0.13%
1 EUR 2.8934 2.9116 0.63%
100 RUB 3.2227 3.2307 0.25%
მართლა შეუძლიათ თუ არა ჩიტებს ამინდის პროგნოზის გაკეთება?
მართლა შეუძლიათ თუ არა ჩიტებს ამინდის პროგნოზის გაკეთება?

ძველად, ვიდრე მეტეოროლოგია განვითარდებოდა და ამინდის მეცნიერული პროგნოზირება გახდებოდა შესაძლებელი, ადამიანები ხშირად ფრინველების ქცევას აკვირდებოდნენ და ამ გზით ცდილობდნენ, გამოეცნოთ, როგორი ამინდი იქნებოდა. მაგალითად, ითვლებოდა, რომ თუ შტორმის და ხანგრძლივი წვიმის დროს ჩიტები იკვებებოდნენ, ეს ნიშნავდა, რომ წვიმა კიდევ გაგრძელდებოდა. ხოლო თუ არ იკვებებოდნენ, მაშინ წვიმა მალე გადაიღებდა.

დღემდე აქტუალურია კითხვა - რამდენად სანდოა მსგავსი ტიპის პროგნოზები?

ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ რეალობაა, რომ ფრინველების დიდ ნაწილს ამინდის გამოცნობა მართლაც შეუძლია. ისინი აღნიშნულს სპეციალური ორგანოს Vitali Organ-ის საშუალებით ახერხებენ. ეს არის ე.წ. სენსორული ორგანო, რომელიც შუა ყურში მდებარეობს და ატმოსფერული წნევის ცვლილებას გრძნობს. შტორმის მოახლოების დროს ატმოსფერული წნევა ეცემა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ დროს ჩიტები მიწასთან ახლოს დაფრინავენ, რათა ატმოსფერული წნევის ცვლილებით გამოწვეულ დისკომფორტს აარიდონ თავი.

არსებობს მეორე მოსაზრებაც. ჩიტებს სმენის ორგანო განსაკუთრებულად აქვთ განვითარებული და მათ მომავალი წვიმისა და შტორმის ხმის მოსმენა დიდი ხნით ადრე შეუძლიათ.

მართალია, მეცნიერები ბევრს მუშაობენ, რომ კავშირი დაადგინონ ჩიტებსა და ამინდს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი სრულად დადასტურებული მაინც არ არის. გაგაცნობთ ამ დროისთვის საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ხშირად რეალობასთან ძალიან ახლოს არის.

  • თუ ყვავები წყვილად დაფრინავენ, კარგი ამინდი იქნება. მარტო მფრინავი ყვავი ცუდი ამინდის ნიშანია.
  • თუ შემოდგომაზე გნოლები შეგხვდებიან, იცოდეთ, რომ თბილი ზამთარი გელოდებათ.
  • თუ შემოდგომაზე ჩიტები ძალიან მშვიდები არიან, მაშინ ცივი ზამთარია მოსალოდნელი.
  • თუ ჩიტები ცაში მაღლა დაფრინავენ, კარგი ამინდი იქნება.
  • როდესაც თოლიები ხმელეთზე დაფრინავენ, მოსალოდნელია შტორმი.
  • თუ ჩიტები წვიმაში ჭიკჭიკებენ, მალე გამოიდარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ აჩვენებს სხვადასხვა აპლიკაცია განსხვავებულ ამინდს  და რატომ იცვლება ის ხშირად?
რატომ აჩვენებს სხვადასხვა აპლიკაცია განსხვავებულ ამინდს და რატომ იცვლება ის ხშირად?
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება
ესპანეთში ძლიერი შტორმი წყალდიდობას იწვევს - გარდაცვლილია 2 ადამიანი
ესპანეთში ძლიერი შტორმი წყალდიდობას იწვევს - გარდაცვლილია 2 ადამიანი
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL