თბილისი

კვირა, 02 აგვისტო

24°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

1 საათი
22°
2 საათი
21°
3 საათი
21°
4 საათი
22°
5 საათი
23°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

13 kph, ENE

წნევა:

101.60 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

26°

24°

ENE

68 %

13 kph

101.60 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
31 ივლ 01 აგვ
1 USD 2.6266 2.6259 -0.03%
1 EUR 3.0159 3.0206 0.16%
100 RUB 3.2807 3.3010 0.62%
გაზაფხული თოვლიანი იქნება - მეტეოროლოგების პროგნოზი
გაზაფხული თოვლიანი იქნება - მეტეოროლოგების პროგნოზი

კალენდრის მიხედვით, გაზაფხულის დადგომამდე თვეზე ნაკლები დრო დარჩა. თუმცა მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ზამთარი ჯერ დასრულებას არ აპირებს.

ატლანტის ოკეანისა და წყნარი ოკეანის დინებების ნაკადზე გავლენას კვლავ მოახდენს „ლა ნინია“, მიუხედავად იმისა, რომ ის დასასრულს უახლოვდება.

ცივი დინებები წყნარ ოკეანეში უკვე სრულდება, რაც წესით გაზაფხულის მოახლოების მანიშნებელი უნდა იყოს. თუმცა მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ „ლა ნინია“ ზამთრიდან გაზაფხულზე გადაინაცვლებს და ზამთრის ამინდი გაზაფხულის დასაწყისშიც შენარჩუნდება.

„ლა-ნინია“, რომელიც მიმდინარე ამინდზე ახდენს გავლენას, კლიმატური ფენომენია და ის წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის უჩვეულოდ ცივ ტემპერატურას გულისხმობს. ვლინდება წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტროპიკულ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ.

მისი საპირისპიროა „ელ-ნინიო“, თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ის ჩნდება ცივი დინების გაქრობის შემდეგ და ერთ წელზე არანაკლები დროით გრძელდება.

ორივე მოვლენა მჭიდროდ არის დაკავშირებული ატმოსფერული წნევის ცვლილებებსა და მსხვილმასშტაბიანი ცირკულაციის რეჟიმებთან. ისინი არღვევენ ტროპიკული ნალექების და ატმოსფერული ცირკულაციის ნორმალურ რეჟიმს და ფართომასშტაბიან გავლენას ახდენენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილების კლიმატზე, რასაც თან სდევს კლიმატთან დაკავშირებული შესაბამისი რისკები. დადგენილია, რომ „ელ-ნინიო“ და „ლა-ნინია“ 2 წლიდან 7 წლამდე პერიოდში მხოლოდ ერთხელ ხდება და ჩვეულებრივ, 9 თვიდან 12 თვემდე პერიოდით გრძელდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – არიან დაღუპულები, დაკარგულები და ათასობით ევაკუირებული
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – არიან დაღუპულები, დაკარგულები და ათასობით ევაკუირებული
ინდოეთში წვიმები ძლიერდება – გამოცხადებულია „წითელი“ განგაში, იზრდება წყალდიდობების საფრთხე
ინდოეთში წვიმები ძლიერდება – გამოცხადებულია „წითელი“ განგაში, იზრდება წყალდიდობების საფრთხე
ძლიერი ტორნადო აშშ-ში – სტიქიამ ვისკონსინის შტატში სახლები დააზიანა და ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
ძლიერი ტორნადო აშშ-ში – სტიქიამ ვისკონსინის შტატში სახლები დააზიანა და ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
ძლიერმა წვიმამ თბილისი კვლავ დატბორა
ძლიერმა წვიმამ თბილისი კვლავ დატბორა

კილომეტრი
მილი
USD
GEL