თბილისი

შაბათი, 20 აპრილი

26°
ნაწილობრივ მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

18 საათი
25°
19 საათი
24°
20 საათი
22°
21 საათი
21°
22 საათი
20°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

24 kph, SE

წნევა:

101.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

26°

26°

SE

41 %

24 kph

101.00 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
19 აპრ 20 აპრ
1 USD 2.6728 2.6711 -0.06%
1 EUR 2.8532 2.8453 -0.28%
100 RUB 2.8408 2.8623 0.76%
აშშ-ში ქარიშხალ “იდას” მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება
აშშ-ში ქარიშხალ “იდას” მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება

აშშ-ის ლუიზიანას შტატში ქარიშხალ „იდას“ მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორის, ჯონ ბელ ედვარდის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟები სხვადასხვა ადგილზე ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს აგრძელებენ, რომელშიც ვერტმფრენებიცაა ჩართული. ამასთან, სამაშველო სამუშაოებისთვის მთავრობამ ეროვნული გვარდიის 5 000-მდე ჯარისკაცი განალაგა, დღეს კი ამ რაოდენობის გაორმაგება იგეგმება.

ნიუ-ორლეანსა და მის შემოგარენში 1 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბიზნეს ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და მის აღდგენას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

შენობებიდან მოწყვეტილმა სახურავებმა, წაქცეულმა ხეებმა, საკომუნიკაციო საშუალებების ბოძებმა და სხვა ნამსხვრევებმა გზები გადაკეტა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მუშაობას აფერხებს.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი „იდა“ ახალი ორლეანის სამხრეთ ნაწილს კვირას დაატყდა თავს და ქარის სიჩქარემ 240 კმ/სთ შეადგინა, მოგვიანებით ის 95 კმ/სთ-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „იდა“ ახლა პირველი კატეგორიის ქარიშხალია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შიში, რომ ქარიშხალი კვლავ გაძლიერდეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ ლუიზიანას შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და სამაშველო და აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებითი სახსრები გამოყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა
საქართველოში 35 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, სად იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა
საქართველოში 35 გრადუსამდე დათბება - გაიგეთ, სად იქნება ყველაზე მაღალი ტემპერატურა
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა
რა მოხდება, თუ მზე ჩაქრება - მეცნიერების პროგნოზი
რა მოხდება, თუ მზე ჩაქრება - მეცნიერების პროგნოზი

კილომეტრი
მილი
USD
GEL