თბილისი

პარასკევი, 28 აგვისტო

30°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

18 საათი
29°
19 საათი
27°
20 საათი
25°
21 საათი
23°
22 საათი
23°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, S

წნევა:

101.10 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

31°

30°

S

48 %

7 kph

101.10 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
27 აგვ 28 აგვ
1 USD 2.6195 2.6125 -0.27%
1 EUR 3.0551 3.0412 -0.45%
100 RUB 3.1118 3.0496 -2.0%
მდგომარეობა კახეთში მოსული უხვი ნალექის შემდეგ
მდგომარეობა კახეთში მოსული უხვი ნალექის შემდეგ

თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა თელავის ხევის ადიდება და კალაპოტის გარღვევა გამოიწვია. ქალაქის ქუჩებში მოვარდნილმა წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა: დაიტბორა კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, აფთიაქები, მაღაზიები და სხვა კომერციული ფართები. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ქუჩებში გაჩერებული ავტომობილები.

უამინდობამ ქალაქის გარდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც დააზარალა, მათ შორის წინანდალი, კისისხევი და კურდღელაური. ამ ტერიტორიებზეც ადიდდა ხევები, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და ვენახების დატბორვა გამოიწვია.

წინანდალში შექმნილი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. სტიქიის მასშტაბი განაპირობა იმამ, რომ მთიდან ჩამოტანილმა ხეებმა და მასამ მდინარის კონკრეტული მონაკვეთი ჩაკეტა. კალაპოტიდან გადმოსული წყლის ნაკადი ვენახებისკენ წავიდა და ალაზნამდე არსებული დიდი ფართობები დააზიანა.

ადგილობრივი მევენახეების ინფორმაციით, ზარალი უდიდესია და ბევრ ნაკვეთში მოსავლისა და ვაზის მინიმუმ 70% განადგურებულია. ზოგიერთ ფართობზე წყალმა ნიადაგი ისე წალეკა, რომ ვენახების ადგილას ახლა ჩვეულებრივი მდინარის კალაპოტია შექმნილი, რაც იქ სამომავლოდ ვაზის ხელახლა გაშენებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

გარკვეულ ნაკვეთებში მიწა კვლავ დატბორილია და ზარალის ზუსტი შეფასება, ისევე როგორც იმის გარკვევა, მოხერხდება თუ არა დაწვენილი ვაზის გადარჩენა და ფეხზე წამოყენება, მხოლოდ წყლის დაშრობის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ადგილობრივების თქმით, ამ ზონაში მსგავსი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენა არავის ახსოვს, რადგან მდინარე ვენახებიდან საკმაოდ მოშორებით მიედინება. მასშტაბური მატერიალური ზარალის მიუხედავად, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
როგორ შეუძლია რიგით ადამიანს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა
როგორ შეუძლია რიგით ადამიანს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა
15 აგვისტომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამინდობაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
15 აგვისტომდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამინდობაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
5 ცხოველი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს გლობალურ დათბობასთან შეგუება
5 ცხოველი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს გლობალურ დათბობასთან შეგუება
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

კილომეტრი
მილი
USD
GEL