Sunday, 20 September
19°
Wind Speed:
26 kph, NNW
Pressure:
102.10 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
20°
19°
NNW
82 %
26 kph
102.10 kpa
16 km
| 18 Sep | 19 Sep | ||
| 1 USD | 2.6076 | 2.6071 | -0.02% |
| 1 EUR | 2.9927 | 2.9911 | -0.05% |
| 100 RUB | 3.0798 | 3.0972 | 0.56% |
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ185 (კალა-უშგული) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აღდგენილია.
ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ70-კმ140 (ხაიში-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ140-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.