Tbilisi

Tuesday, 08 July

27°
Sunny

Hourly Forecast

12 Hours
27°
13 Hours
29°
14 Hours
29°
15 Hours
30°
16 Hours
31°

Wind and pressure

Wind Speed:

4 kph, N

Pressure:

101.40 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

28°

27°

N

50 %

4 kph

101.40 kpa

16 km

Official course
05 Jul 08 Jul
1 USD 2.7191 2.7180 -0.04%
1 EUR 3.2020 3.1871 -0.47%
100 RUB 3.4463 3.4624 0.47%
ყველაზე ცნობილი ყვავილების ფესტივალები მსოფლიოს გარშემო
ყველაზე ცნობილი ყვავილების ფესტივალები მსოფლიოს გარშემო

ყვავილების ფესტივალები - ევროპისა და აზიის ისტორიული ქალაქების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერიოდია. ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან ჩადიან მათ სანახავად.

ეს დღესასწაულები სათავეს უძველესი დროიდან იღებენ. სასახლეში, სპეციალურად ამ დღისთვის, იმართებოდა ცერემონიები და წინასწარ დიდი რაოდენობით ძვირადღირებული ჯიშები მოჰყავდათ. მე -16 საუკუნეში სტამბოლში პირველად აღნიშნეს ტიტების დღესასწაული და დღემდე ტიტები ითვლება თურქეთის სავიზიტო ბარათად. სამწუხაროდ, ძველი ჯიშები არ შემორჩა, მაგრამ თურქმა სელექციონერებმა აღადგინეს ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ორიგინალი სახეობა.

yvavilebis-festivali-1617785969.jpg

ტიტების ფესტივალზე ეწყობა თეატრალური წარმოდგენები, ღია ცის ქვეშ კონცერტები. ყველაზე დიდი სადღესასწაულო ღონისძიებები ტარდება ემიგრანის პარკში, სადაც ერთდროულად იხსნება ლანდშაფტის კომპოზიციებისა და ცოცხალი ქანდაკებების გამოფენა.

ნიდერლანდებში ბუნების გამოღვიძება მოგვიანებით აღინიშნება - აპრილის მესამე კვირას. აქაც, მთავარი მცენარე ტიტაა. გარემოს აფორმებს ხალხური ორკესტრი. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სასაზღვრო ქალაქ ზუნდერტეში, ყვავილების ქანდაკებების მსვლელობა იმართება, რომელსაც ამზადებენ მიმდებარე სოფლების ფლორისტთა გუნდები.

niderlandebshi-yvavilebis-dgesaswauli-1617786036.jpg

5-25-05-2018-1617786080.jpg

ფლორისტებისა და ლანდშაფტის დიზაინერების შეხვედრის მთავარი ადგილი ქალაქი ლუოიანგაა. აპრილის შუა რიცხვებში, აქ ტარდება პიონების, ჩინელების საყვარელი ყვავილის, პატივსაცემი დღესასწაული, რომელსაც სიმბოლურად წარმატება, კეთილდღეობა და ოჯახის ბედნიერება მოაქვს. ორგანიზატორები ცდილობენ ყოველი დღესასწაული თემატური იყოს და უნდა აღინიშნოს, რომ შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ საქმეს, ასევე პოპულარიზაციას უწევენ ამ მცენარეს, ის უკვე მსოფლიოს 30 ქვეყანას მიეწოდება.

chinuri-festivali-1617786121.jpg

ყვავილების საერთაშორისო გამოფენა ბელგიაში ითვლება მსოფლიოში ეგზოტიკური მცენარეების ყველაზე დიდ დახურულ გამოფენად. აპრილის ბოლოს, ყოველ ხუთ წელიწადში, საგამოფენო არეალში ტროპიკული ბაღები, შადრევნები და ულამაზესი ხიდებით დაგხვდებათ.

daxuruli-festivali-1617786226.jpg

festivali-daxuruli-yvavilebis-1617786270.jpg

1 მაისს საფრანგეთი აღნიშნავს არა მხოლოდ მშრომელთა სოლიდარობის, არამედ შროშანის დღესაც. ჩარლზ IX- ის ბრძანებით, ამ დღეს, ქალბატონებს საჩუქრად გადაეცათ ტყის სურნელოვანი ყვავილების თაიგულები. ახლა კი, ფესტივალის ფარგლებში, შროშანებს ქუჩაში გამვლელებს უსასყიდლოდ ურიგებენ.

safrangetis-yvavilebis-dgesaswauli-1617786311.jpg

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
ტეხასი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის - გარდაცვლილია მინიმუმ 82 ადამიანი
როგორი ზაფხული ელის საქართველოს - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი
როგორი ზაფხული ელის საქართველოს - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
5 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა, დასავლეთში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
საქართველოში უამინდობა შენარჩუნდება - ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია სეტყვა
საქართველოში უამინდობა შენარჩუნდება - ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია სეტყვა

კილომეტრი
მილი
USD
GEL