Tbilisi

Tuesday, 11 August

22°

Hourly Forecast

1 Hours
21°
2 Hours
21°
3 Hours
21°
4 Hours
21°
5 Hours
20°

Wind and pressure

Wind Speed:

24 kph, NW

Pressure:

101.60 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

23°

22°

NW

73 %

24 kph

101.60 kpa

16 km

Official course
11 Aug 12 Aug
1 USD 2.6198 2.6191 -0.03%
1 EUR 3.0274 3.0214 -0.2%
100 RUB 3.1687 3.1846 0.5%
ექსტრემალური სიცხე გაერთიანებულ სამეფოში – ახალი კლიმატური რეალობა
ექსტრემალური სიცხე გაერთიანებულ სამეფოში – ახალი კლიმატური რეალობა

ბოლო წლების განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კლიმატური პირობები მკვეთრად შეიცვალა. ქვეყანა, რომელიც წლების მანძილზე ზომიერი და წვიმიანი ამინდით გამოირჩეოდა, ახლა სულ უფრო ხშირად ფიქსირდება გაუსაძლისი სიცხეები და სითბური ტალღები.

გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიური სამსახურისა და სხვა კლიმატური ინსტიტუტების მიხედვით:

· წლების განმავლობაში დღეების რაოდენობა, როცა ტემპერატურა ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე 5°C ან 10°C-ით მეტია, ორმაგდება, სამმაგდება და ოთხმაგდება 1961–1990 წლების მონაცემებთან შედარებით.

· ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, მანჩესტერი ან ედინბურგი, 30°C-ზე მეტი ტემპერატურა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

· 2022 წელს გაერთიანებულ სამეფოში პირველად დააფიქსირა ტემპერატურა 40°C-ზე მაღლა. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მეორდება.

· ღამეების რაოდენობა, როცა ტემპერატურა არ ჩამოდის 20°C-ზე ქვემოთ, ე.წ. „ტროპიკული ღამეები“ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა არ არის მზად ხანგრძლივი სიცხისთვის. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სიცხის შედეგად რკინიგზის ლიანდაგები დეფორმირდა, ასფალტი დაზიანდა, ელექტროქსელები გადაიტვირთა კონდიციონერების გაზრდილი მოხმარების გამო.

პრობლემები ექმნებათ ფერმერებსაც. ნალექის არასტაბილურობისა და გვალვის გამო მათ მიღებული ზიანი საკმაოდ დიდია. გავრცელდა გარკვეული სახეობის მავნებლები.

გლობალური დათბობა აღარ არის მომავალის საფრთხე. ეს რეალობაა, რომელზეც ზრუნვაც მთელმა მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ცხელ დღეებთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ცხელ დღეებთან დაკავშირებით
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – არიან დაღუპულები, დაკარგულები და ათასობით ევაკუირებული
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – არიან დაღუპულები, დაკარგულები და ათასობით ევაკუირებული
საქართველოს რეგიონები, სადაც ძლიერი უამინდობაა მოსალოდნელი
საქართველოს რეგიონები, სადაც ძლიერი უამინდობაა მოსალოდნელი
იტალიაში რეკორდული სიცხის გამო ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში წითელი განგაში გამოცხადდა
იტალიაში რეკორდული სიცხის გამო ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში წითელი განგაში გამოცხადდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL