Tbilisi

Tuesday, 13 May

15°

Hourly Forecast

19 Hours
15°
20 Hours
15°
21 Hours
13°
22 Hours
13°
23 Hours
13°

Wind and pressure

Wind Speed:

52 kph, NW

Pressure:

100.40 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

16°

15°

NW

76 %

52 kph

100.40 kpa

16 km

Official course
09 May 14 May
1 USD 2.7456 2.7440 -0.06%
1 EUR 3.1012 3.0464 -1.77%
100 RUB 3.3356 3.4087 2.19%
ზამთრის დილემა - სჭირდება თუ არა ავტომობილს გათბობა მოძრაობის დაწყებამდე?
ზამთრის დილემა - სჭირდება თუ არა ავტომობილს გათბობა მოძრაობის დაწყებამდე?

უნდა გავათბოთ თუ არა ავტომობილი მოძრაობის დაწყებამდე? - ეს კითხვა ზამთრის პერიოდში ძალიან აქტუალურია, მასზე ცალსახა პასუხის მოძებნა კი - რთული.

ყველა ავტომფლობელს გაუგია და ბევრჯერ თუ არა რამდენჯერმე მაინც გაუთბია ავტომობილი მოძრაობის დაწყებამდე. წლების წინ სამეზობლოში ტრადიციადაც კი იყო ქცეული, დილით ეზოში ერთდროულად ჩასვლა და მეგობრული საუბრები, ვიდრე მანქანა გათბებოდა.

დილის გათბობა და რამდენიმე წუთით დაქოქილი მანქანის უმოძრაოდ გაჩერება ნამდვილად საჭიროა მანქანებისთვის, რომლებიც კარბურატორით მუშაობენ. კარბურატორის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: ძრავს ჰაერ-საწვავის ნარევი მიეწოდება მილით, რომლის ერთ ბოლოში აქვს ცილინდრი, მეორეში კი - ჰაერის ფილტრი. თუმცა 1995 წლიდან წარმოებული ავტომობილების დიდ ნაწილს კარბურატორის ნაცვლად აქვს ინჟექტორი. ინჟექტორის პირი პირდაპირ უკავშირდება წვის კამერას და ჰაერის შერევა აღარ ხდება. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინჟექტორიან მანქანებს დილით გათბობა აღარ სჭირდება, რადგან გამართული ფუნქციონირებისთვის ძრავის გათბობა აღარაა საჭირო.

თუმცა მათ მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავთ. გაგაცნობთ ორივე მხარის არგუმენტებს.

  • მანქანის გათბობა ოპტიმალურს ხდის საწვავის მოხმარებას, აუმჯობესებს მანქანის მანევრირებას, ასევე ჰიდრავლიკური სისტემის ეფექტურობას.
  • რამდენიმე წუთიანი გათბობა ზეთის სწორად დინებას უწყობს ხელს. ზეთი კი ავტომობილის „სისხლია“.
  • მანქანის გათბობის სისტემა გამართულად ფუნქციონირებას მხოლოდ მანქანის გათბობის შემდეგ იწყებს. სწორედ ამიტომ საჭიროა მანქანა მოძრაობის დაწყებამდე გაათბოთ, რომ როდესაც გათბობას ჩართავთ, სითბოს ნაცვლად სიცივე არ წამოვიდეს.

სპეციალისტები კი, რომლებიც ამბობენ, რომ მანქანას გათბობა არ სჭირდება, არგუმენტად შემდეგს ასახელებენ:

  • მანქანის ინჟექტორის ელექტრო სისტემის სენსორები თავად არეგულირებს ჰაერისა და საწვავის ნარევს რეალურ დროში. პროცესი გამართულად და ავტომატიზებულად მიმდინარეობს იმის მიუხედავად, თუ რამდენი გრადუსია გარეთ.
  • მანქანა უფრო სწრაფად თბება, როდესაც მოძრაობს.
  • მანქანის გათბობის წინააღმდეგი არიან გარემოს დამცველი ორგანიზაციებიც. მათი არგუმენტებია გაზრდილი გამონაბოლქვი და ზედმეტი საწვავის მოხმარება. ზოგიერთ ქალაქში დაწესებულია ლიმიტი, თუ რამდენი ხანი შეუძლია დაქოქილ ავტომობილს უმოძრაო მდგომარეობაში გაჩერება.

ერთ საკითხი, რაშიც ორივე მხარე თანხმდება არის ის, რომ ყინვასა და განსაკუთრებულ სიცივეში ავტომობილის დაქოქვიდან 5-10 წუთის განმავლობაში 70 კმ.სთ. სიჩქარეზე მეტით არ უნდა იმოძრაოთ.

თქვენ როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა მანქანის გათბობა მოძრაობის დაწყებამდე?

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
როგორ განისაზღვრება ტემპერატურა პლანეტაზე და რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას
როგორ განისაზღვრება ტემპერატურა პლანეტაზე და რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას
საქართველოში კვლავ თოვაა - შეზღუდვები გზებზე
საქართველოში კვლავ თოვაა - შეზღუდვები გზებზე
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით სამი მიწისძვრა მოხდა
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით სამი მიწისძვრა მოხდა
რატომ არის მაისის ამინდი განსაკუთრებით ცვალებადი?
რატომ არის მაისის ამინდი განსაკუთრებით ცვალებადი?

კილომეტრი
მილი
USD
GEL