Tbilisi

Friday, 04 July

16°
Cloudy

Hourly Forecast

8 Hours
16°
9 Hours
17°
10 Hours
17°
11 Hours
18°
12 Hours
19°

Wind and pressure

Wind Speed:

24 kph, WNW

Pressure:

101.50 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

18°

16°

WNW

77 %

24 kph

101.50 kpa

16 km

Official course
03 Jul 04 Jul
1 USD 2.7203 2.7195 -0.03%
1 EUR 3.2029 3.2090 0.19%
100 RUB 3.4550 3.4546 -0.01%
საუდის არაბეთში პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში თოვლი მოვიდა
საუდის არაბეთში პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში თოვლი მოვიდა

საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთით ტაბუკას მთები 1-ელი იანვრის დილით თოვლით დაიფარა. სინოპტიკოსები ამას ტემპერატურის მკვეთრი დაცემით ხსნიან.

ადგილობრივები თოვლის მოსვლას სიმღერითა და ცეკვით შეხვდნენ. თოვლის სანახავად სამეფოს სხვა რეგიონიდანაც ჩავიდნენ.

ეს მოვლენა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ადგილობრივებისთვის, რომელთა უმრავლესობას თოვლი საერთოდ არ ჰქონდა ნანახი.

თოვლის მოსვლასთან ერთად, ქვეყანას ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს, თუმცა თოვლი დიდი ხანი არ შენარჩუნებულა. როცა ქვეყანაში თოვლი მოვიდა, ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსი იყო.

ცნობილი ხდება, რომ „ამინდის ექსტრემალური პირობების“ გამო, საგზაო უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა, ამ ტერიტორიისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს მას შემდეგ, რაც ათასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ჩავიდა პეიზაჟის სანახავად. ხელისუფლებამ სტუმრებსა და ადგილობრივებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა, რადგან, მათი ინფორმაციით, მოსალოდნელია ცუდი ხილვადობა და ჭექა-ქუხილი.

იხილეთ ვიდეო

შესაძლოა კიდევ უფრო დიდი თოვლი მოვიდეს ჯებელ-ელ-ლოუზის მთაზე, ასევე ელ-დახარის მთიან რაიონში ტემპერატურა 0 °C -მდე დაიწევს.

ამასთან, საუდის არაბეთის ეროვნული მეტეოროლოგიის ცენტრი იტყობინება, რომ ჭექა-ქუხილი და სეტყვა მოსალოდნელია მექაში, ალ-ბახეში, ერ-რიადში, ელ-კასიმეში და სამეფოს სხვა რეგიონებშიც.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
კვების რეჟიმი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
დიდთოვლობა და წყალდიდობა აფრიკაში - სტიქიას 49 ადამიანი ემსხვერპლა
დიდთოვლობა და წყალდიდობა აფრიკაში - სტიქიას 49 ადამიანი ემსხვერპლა
საგანგებო სიტუაცია და ხანძარი - გასულ კვირაში ევროპაში განსაკუთრებული სიცხის ტალღა დაფიქსირდა
საგანგებო სიტუაცია და ხანძარი - გასულ კვირაში ევროპაში განსაკუთრებული სიცხის ტალღა დაფიქსირდა
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?
რატომ ცხელა ევროპაში, საქართველოში კი გრილი ზაფხულია?

კილომეტრი
მილი
USD
GEL