Saturday, 15 November
12°
Wind Speed:
0 kph, CLM
Pressure:
101.90 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
15°
12°
CLM
81 %
0 kph
101.90 kpa
5 km
| 14 Nov | 15 Nov | ||
| 1 USD | 2.7091 | 2.7085 | -0.02% |
| 1 EUR | 3.1461 | 3.1462 | 0.0% |
| 100 RUB | 3.3584 | 3.3432 | -0.45% |
გასულ კვირას სამხრეთ ევროპაში მნიშვნელოვანი სიცხის ტალღა დაფიქსირდა. ტემპერატურამ 40 °C-ს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში გადააჭარბა.
პორტუგალიაში, კერძოდ ბეჟასა და ევორაში, ტემპერატურამ 43 °C–ს მიაღწია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა და მაქსიმალურად დახურულ სივრცეებში დარჩენისკენ მოუწოდა.
იტალიაში ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა 21 ქალაქში, მათ შორის რომში, მილანში, ნაპოლსა და სირაკუზაში.
განსაკუთრებული სიცხე დაფიქსირდა საბერძნეთშიც, სადაც ათენში ხანძარიც გაჩნდა.
მართალია ასეთი მაღალი ტემპერატურა ევროპისთვის სახასიათო არ არის, მაგრამ მეცნიერები მომავალ წლებში აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებას ვარაუდობენ. შედეგად კი მოსალოდნელია, რომ სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა სირაკუზაშიც. 2021 წლის 11 აგვისტოს კი სწორედ სირაკუზის მახლობლად დაფიქსირდა ტემპერატურა 48.8 °C–ზე, რაც WMO–ს მიერ ოფიციალურად დადასტურებული ევროპის ყველაზე მაღალი ტემპერატურაა.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.