Tbilisi

Wednesday, 11 November

9°
Sunny

Hourly Forecast

13 Hours
9°
14 Hours
10°
15 Hours
10°
16 Hours
11°
17 Hours
9°

Wind and pressure

Wind Speed:

7 kph, N

Pressure:

102.50 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

9°

8°

N

53 %

7 kph

102.50 kpa

16 km

Official course
10 Nov 11 Nov
1 USD 2.5943 2.5936 -0.03%
1 EUR 2.9041 2.9111 0.24%
100 RUB 3.1484 3.1308 -0.56%
ძლიერი შტორმები ესპანეთსა და პორტუგალიაში — წყალდიდობისა და ქარიშხლის საფრთხე იბერიის ნახევარკუნძულზე
ძლიერი შტორმები ესპანეთსა და პორტუგალიაში — წყალდიდობისა და ქარიშხლის საფრთხე იბერიის ნახევარკუნძულზე

ესპანეთსა და პორტუგალიაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო საგანგებო ვითარებაა. პორტუგალიაში შტორმ Charles-ის მოახლოების გამო სკოლები დაიხურა, ესპანეთში კი კაშხლის გადავსების საფრთხის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

იბერიის ნახევარკუნძულის ქვეყნებში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ესპანეთსა და პორტუგალიაზე ორი ატმოსფერული სისტემა - Bruna და Charles - ახდენს გავლენას, რასაც ძლიერი ნალექი, ქარის გაძლიერება და წყალდიდობის საფრთხე ახლავს. ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს (AEMET) პროგნოზით, 11 ნოემბერი ამინდის გაუარესების ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა.

პორტუგალიაში შტორმ Charles-ის გამო ხელისუფლებამ საგანგებო ზომები მიიღო. დაიხურა სკოლები და არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო დაწესებულებები. მოსახლეობას კი მოუწოდეს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გასულიყო. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (IPMA) რამდენიმე ოლქში ძლიერი ქარის გამო წითელი დონის გაფრთხილება გამოაცხადა. პროგნოზის თანახმად, ქარის სიჩქარემ ზოგიერთ რაიონში შესაძლოა 120 კმ/სთ-ს მიაღწიოს. რთული ვითარებაა სანაპირო ზოლშიც, სადაც ძლიერი ღელვა და მაღალი ტალღებია მოსალოდნელი.

ესპანეთში მთავარ საფრთხეს უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობა წარმოადგენს. განსაკუთრებით საყურადღებოა ავილას პროვინციაში შექმნილი ვითარება, სადაც კაშხლის გადავსების რისკის გამო დაახლოებით 3 000 ადამიანის ევაკუაცია დაიგეგმა. AEMET-ის გაფრთხილებით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ნალექის რაოდენობამ შესაძლოა 24 საათში 120 მმ-ს გადააჭარბოს, ცალკეულ ტერიტორიებზე კი კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს.

მეტეოროლოგების პროგნოზით, რთული ამინდი 12 ნოემბრამდე შენარჩუნდება. ძლიერი წვიმა, ქარის დაბერვა და სანაპირო ზოლში შტორმული ზღვა კვლავ ქმნის დატბორვისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების საფრთხეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
რა არის სიცხის ინდექსი და რატომ შეიძლება 30 გრადუსი 40 გრადუსად აღვიქვათ?
რა არის სიცხის ინდექსი და რატომ შეიძლება 30 გრადუსი 40 გრადუსად აღვიქვათ?
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL