Friday, 30 October
10°
Wind Speed:
7 kph, SW
Pressure:
102.30 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
14°
9°
SW
100 %
7 kph
102.30 kpa
6 km
| 29 Oct | 30 Oct | ||
| 1 USD | 2.5957 | 2.5959 | 0.01% |
| 1 EUR | 2.8875 | 2.8934 | 0.2% |
| 100 RUB | 3.2230 | 3.2227 | -0.01% |
ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სრულიად განსხვავებულ ამინდს იწვევს - ერთ რეგიონში უხვი ნალექი და წყალდიდობაა მოსალოდნელი, მეორეში კი ხანგრძლივი უნალექო პერიოდი და გვალვა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ელ ნინიო — ბუნებრივი კლიმატური მოვლენა, რომელიც წყნარი ოკეანის ზედაპირული წყლების უჩვეულო დათბობით იწყება და გლობალურ ატმოსფერულ პროცესებზე ახდენს გავლენას.
როგორ ხდება ეს? ელ ნინიოს დროს იცვლება ოკეანესა და ატმოსფეროს შორის სითბოსა და ტენის გაცვლა. შედეგად, იცვლება ქარების მიმართულება, ჰაერის წნევის განაწილება და ღრუბლების წარმოქმნის არეალები. ეს კი ნალექების ჩვეულებრივ განაწილებას არღვევს: იქ, სადაც ტენიანი ჰაერი და ღრუბლები უფრო ხშირად იყრის თავს, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის რისკი იზრდება; რეგიონებში, სადაც ნალექის წარმოქმნა მცირდება, კი გვალვის ალბათობა მატულობს.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, ელ ნინიოს ხშირად უკავშირდება:
თუმცა ეს სცენარი ყოველთვის ერთნაირად არ მეორდება. ელ ნინიოს გავლენა დამოკიდებულია მოვლენის სიმძლავრეზე, ხანგრძლივობასა და სეზონზე. შედეგს ასევე ცვლის სხვა კლიმატური ფაქტორები, მათ შორის ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეების მდგომარეობა. ამიტომ ერთი და იგივე მოვლენა ყველა ქვეყანაში ერთნაირ შედეგს არ იწვევს.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განმარტებით, ძლიერი ელ ნინიოც კი კონკრეტულ რეგიონში ექსტრემალური ამინდის სიმძიმეს ავტომატურად არ განსაზღვრავს. ის ცვლის ამა თუ იმ მოვლენის ალბათობას, ხოლო რეალური საფრთხე ადგილობრივ მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.