Tbilisi

Saturday, 07 November

8°
Clear

Hourly Forecast

23 Hours
7°

Wind and pressure

Wind Speed:

42 kph, NW

Pressure:

101.20 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

9°

3°

NW

65 %

42 kph

101.20 kpa

16 km

Official course
06 Nov 07 Nov
1 USD 2.5955 2.5949 -0.02%
1 EUR 2.9145 2.8998 -0.5%
100 RUB 3.1827 3.1713 -0.36%
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება
გვალვა ომის შედეგებს ამძიმებს - სუდანში შიმშილის საფრთხე იზრდება

სუდანში, სადაც სამოქალაქო ომი უკვე სამ წელზე მეტია გრძელდება, ახალი საფრთხე გაჩნდა. ელ-ნინიოსთან დაკავშირებული გვალვა მოსავალს აზიანებს და მილიონობით ადამიანს შიმშილის რისკის წინაშე აყენებს. Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ 2027 წლის აგვისტოსთვის კიდევ 1.2 მილიონ ადამიანს მძიმე შიმშილი დაემუქრება.

ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდი, რომელიც წვიმების სეზონის პიკია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ამ პერიოდში სუდანის მასშტაბით ნალექების რაოდენობა ბოლო სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. ჩრდილოეთ დარფურში ნალექების ასეთი სიმცირე ბოლოს 1984 წელს დაფიქსირდა, ჩრდილოეთ კორდოფანში - 1990 წელს, ხოლო გედარეფის შტატში - 1991 წელს.

გვალვა მოსავალსა და პირუტყვს აზიანებს. Reuters-ის მიერ გამოკითხული ფერმერები ამბობენ, რომ მცენარეები მოსავლის აღებამდე ხმება, ხოლო პირუტყვი საკვების ნაკლებობის გამო სუსტდება. ჩრდილოეთ კორდოფანში ერთ-ერთი ფერმერის შეფასებით, უმ-რავაბას მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 40 პროცენტზე მოსავლის აღება ვერ მოხერხდება. სხვა მსხვილი ფერმერი კი ვარაუდობს, რომ გედარეფის შტატში მისი მოსავალი შარშანდელის მხოლოდ მეოთხედი იქნება.

სურსათის დეფიციტს ომით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიც ამძიმებს. სუდანის მოსახლეობის ნაწილისთვის საკვების შეძენა სულ უფრო რთული ხდება, ფასების ზრდა კი მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) პროგნოზით, გვალვის გამო 2026 წლის ბოლომდე მძიმე შიმშილის წინაშე შესაძლოა დამატებით 350 000 ადამიანი აღმოჩნდეს, ხოლო 2027 წლის აგვისტოსთვის ეს რიცხვი 1.2 მილიონამდე გაიზარდოს. ივნისში გამოქვეყნებული მონაცემებით, სუდანში 5.1 მილიონი ადამიანი უკვე მძიმე შიმშილს განიცდიდა; ეს მაჩვენებელი ამჟამად ხელახლა ფასდება.

ჰუმანიტარული დახმარება საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. მსოფლიო სასურსათო პროგრამა დაახლოებით 5 მილიონ ყველაზე მოწყვლად ადამიანზეა ორიენტირებული, თუმცა ყველას დახმარებას ვერ ახერხებს და შეზღუდული რესურსების გამო ზოგიერთ მიმღებს სურსათის რაციონი შეუმცირა. დარფურის რეგიონში, ტავილას იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში, სადაც დაახლოებით 700 000 ადამიანი ცხოვრობს, დახმარების რაციონები განახევრებულია.

Reuters-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები კი აფრთხილებენ, რომ ომის, გვალვისა და ჰუმანიტარული დახმარების შემცირების ერთობლიობამ შესაძლოა კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს. ქვეყანაში შიმშილის ცალკეული კერები 2024 და 2025 წლებშიც დაფიქსირდა, ახლა კი კლიმატური პირობების გაუარესება ვითარების დამატებით გამწვავებას ქმნის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
ინდოეთს ციკლონი Arnab უახლოვდება - 570 000 ადამიანი საფრთხის ზონაშია
რატომ აჩვენებს სხვადასხვა აპლიკაცია განსხვავებულ ამინდს  და რატომ იცვლება ის ხშირად?
რატომ აჩვენებს სხვადასხვა აპლიკაცია განსხვავებულ ამინდს და რატომ იცვლება ის ხშირად?
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
შტორმი Austen ევროპას უახლოვდება - ძლიერი ქარი, წვიმა და დატბორვის საფრთხე
შტორმი Austen ევროპას უახლოვდება - ძლიერი ქარი, წვიმა და დატბორვის საფრთხე

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL