Tbilisi

Monday, 20 July

22°
Sunny

Hourly Forecast

8 Hours
22°
9 Hours
23°
10 Hours
25°
11 Hours
27°
12 Hours
28°

Wind and pressure

Wind Speed:

24 kph, NNW

Pressure:

101.60 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

23°

22°

NNW

73 %

24 kph

101.60 kpa

16 km

Official course
17 Jul 18 Jul
1 USD 2.6333 2.6327 -0.02%
1 EUR 3.0191 3.0100 -0.3%
100 RUB 3.3776 3.3603 -0.51%
პერიოდული ძლიერი წვიმა და არამდგრადი ამინდი 9 ივლისამდე შენარჩუნდება
პერიოდული ძლიერი წვიმა და არამდგრადი ამინდი 9 ივლისამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, არამდგრადი ამინდი 9 ივლისამდე შენარჩუნდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია ხანმოკლე, ადგილობრივად ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, ხოლო ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. სწორედ ასეთი ამინდი დაფიქსირდა 7 ივლისსაც, როდესაც თბილისში რამდენიმე საათის განმავლობაში ინტენსიურმა ნალექმა მოსახლეობას არაერთი პრობლემა შეუქმნა.

7 ივლისს თბილისის რამდენიმე უბანში დღის მეორე ნახევრიდან და საღამოს განვითარდა ძლიერი წვიმა, რომელსაც ადგილობრივად თან ახლდა ელჭექი და ქარის გაძლიერება. ინტენსიურმა ნალექმა დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე წყლის დაგროვება გამოიწვია, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება დროებით შეფერხდა. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები აქტიურად ავრცელებდნენ ვიდეოებს, სადაც ჩანდა დატბორილი გზები და უხვი ნალექი. ძლიერი წვიმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზეც დაფიქსირდა, სადაც შენობაში წყალი ჩავიდა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდა.

მეტეოროლოგების განმარტებით, მსგავსი არამდგრადი ამინდი დასავლეთიდან შემოსულმა შედარებით გრილმა და ნოტიო ჰაერის მასებმა განაპირობა. მაღალი ტემპერატურის ფონზე ამან ძლიერი კონვექციური ღრუბლების განვითარებას შეუწყო ხელი, რაც ზაფხულისთვის დამახასიათებელ ხანმოკლე, თუმცა ინტენსიურ წვიმას, ელჭექსა და ადგილობრივად ძლიერ ქარს იწვევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ? - ნახეთ, რომელ ქვეყნებში დაგხვდებათ იდეალური ამინდი და სად გაგრძელდება ანომალიური სიცხე
ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ? - ნახეთ, რომელ ქვეყნებში დაგხვდებათ იდეალური ამინდი და სად გაგრძელდება ანომალიური სიცხე
რაჭაში მიწისძვრა დაფიქსირდა
რაჭაში მიწისძვრა დაფიქსირდა
ჩინეთში სტიქია გრძელდება - წყლით დაფარული ქალაქები და მასობრივი ევაკუაცია
ჩინეთში სტიქია გრძელდება - წყლით დაფარული ქალაქები და მასობრივი ევაკუაცია

კილომეტრი
მილი
USD
GEL