Tbilisi

Saturday, 13 September

18°
Mostly Cloudy

Hourly Forecast

7 Hours
16°
8 Hours
17°
9 Hours
18°
10 Hours
19°
11 Hours
20°

Wind and pressure

Wind Speed:

11 kph, W

Pressure:

101.80 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

18°

18°

W

77 %

11 kph

101.80 kpa

16 km

Official course
12 Sep 13 Sep
1 USD 2.6939 2.7002 0.23%
1 EUR 3.1473 3.1679 0.65%
100 RUB 3.1523 3.2114 1.87%
ჰავაიზე საგანგებო მდგომარეობაა - ქარიშხალი „კიკო“ კუნძულებს უახლოვდება
ჰავაიზე საგანგებო მდგომარეობაა - ქარიშხალი „კიკო“ კუნძულებს უახლოვდება

ჰავაიზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქარიშხლის გამო, რომელიც თან ახლავს ძლიერ ქარს, ინტენსიურ ნალექსა და სანაპიროზე დიდ ტალღებს. ქარიშხალი „კიკო“ წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბდა, დღეების განმავლობაში გაძლიერდა და სხვადასხვა დროს სხვადასხვა კატეგორიით კლასიფიცირდებოდა.

„კიკო“ პირველად 31 აგვისტოს დაფიქსირდა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ აუზში. დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას, 2 სექტემბერს ქარმა მნიშვნელოვნად იმატა და უკვე ქარიშხლის I კატეგორიას მიაღწია, როდესაც მისმა სიძლიერემ 119 კმ/სთ-ს გადააჭარბა. შემდგომ დღეებში ქარიშხალი უფრო გაძლიერდა და დროებით III და IV კატეგორიას მიაღწია, როცა მისი მუდმივი ქარის სიჩქარე 233 კმ/სთ-ს აღწევდა. სწორედ ამ პერიოდში ჰავაის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში „კიკო“ შეასუსტდება და შესაძლოა კვლავ I კატეგორიის ქარიშხლად ან ტროპიკულ შტორმად იქცეს. მოლოდინია, რომ ის ჰავაის ჩრდილოეთით ჩაივლის და პარასკევისთვის კუნძულებს სრულად გასცდება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხლის ძირითადი ნაწილი კუნძულებს პირდაპირ არ დაეტაკება, ადგილობრივ მოსახლეობას მაინც ელოდება ძლიერი ქარი, ინტენსიური ნალექები და ტალღების მნიშვნელოვანი მატება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში - არის ასობით ადამიანი
დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში - არის ასობით ადამიანი
საქართველოში უამინდობა გრძელდება
საქართველოში უამინდობა გრძელდება
რატომ გახდა რთული გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება?
რატომ გახდა რთული გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება?
როგორ მოემზადოთ შემოდგომისთვის, თუ ასთმა და სხვა სუნთქვითი პრობლემები გაწუხებთ
როგორ მოემზადოთ შემოდგომისთვის, თუ ასთმა და სხვა სუნთქვითი პრობლემები გაწუხებთ

კილომეტრი
მილი
USD
GEL