Tbilisi

Friday, 17 April

5°
Clear

Hourly Forecast

7 Hours
8°
8 Hours
8°
9 Hours
10°
10 Hours
12°
11 Hours
13°

Wind and pressure

Wind Speed:

9 kph, ENE

Pressure:

102.30 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

7°

3°

ENE

80 %

9 kph

102.30 kpa

16 km

Official course
16 Apr 17 Apr
1 USD 2.6954 2.6946 -0.03%
1 EUR 3.1757 3.1734 -0.07%
100 RUB 3.5814 3.5344 -1.31%
როგორ მოემზადოთ შემოდგომისთვის, თუ ასთმა და სხვა სუნთქვითი პრობლემები გაწუხებთ
როგორ მოემზადოთ შემოდგომისთვის, თუ ასთმა და სხვა სუნთქვითი პრობლემები გაწუხებთ

ზაფხულიდან შემოდგომაზე გადასვლა ბევრისთვის სასიამოვნო პერიოდია. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა და შესაბამისად სიცხისგან გამოწვეული დისკომფორტი მცირდება. თუმცა, ასთმითა და სხვა სუნთქვითი პათოლოგიებით დაავადებული ადამიანებისთვის ეს დრო შეიძლება რთული იყოს. ტემპერატურის მკვეთრი რყევა, ტენიანობის მატება და სეზონური ალერგენები ხშირად სიმპტომების გამწვავებას იწვევს.

როცა სიცხე ნელ-ნელა იცვლება გრილი დილებითა და საღამოებით, ორგანიზმი იძულებულია ახალ პირობებს შეეგუოს. სწორედ ეს კლიმატური რყევები – ხან თბილი დღე, ხან კი სიგრილე და ნესტი – სასუნთქ გზებს აღიზიანებს და ხშირად იწვევს ხველას, ქოშინსა და გაძნელებულ სუნთქვას.

შემოდგომაზე მატულობს ტენიანობაც, რაც ხელს უწყობს ობისა და სოკოს გავრცელებას. მათი სპორები ძლიერი ალერგენებია. ასთმით დაავადებულ ადამიანს შესაძლოა ამან შეტევები გაუმწვავოს. ამას ემატება სეზონური ალერგენი როგორიცაა სარეველების მტვერი, რომელიც შემოდგომის ბოლომდე რჩება ჰაერში და ბევრისთვის სერიოზულ სუნთქვით პრობლემად იქცევა.

გარდა ბუნებრივი ფაქტორებისა, ამ პერიოდში მატულობს რესპირატორული ვირუსების გავრცელება. ბავშვები სკოლებში ბრუნდებიან, დიდები კი – დახურულ სამუშაო სივრცეებში, სადაც ჰაერი ნაკლებად ცირკულირებს. ვირუსული ინფექციები, თუნდაც ჩვეულებრივი გაციება, სუნთქვითი პრობლემების მქონე ადამიანისთვის შესაძლოა საკმაოდ რთული გადასატანი გახდეს.

აღნიშნული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შემოდგომის დაწყებისთანავე სასურველია ექიმთან ვიზიტი, რათა მოხდეს მკურნალობის კორექცია და საჭიროების შემთხვევაში, პრევენციული პრეპარატების დანიშვნა.

სუნთქვითი პრობლემების მქონე ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ ჩვევებსაც. სახლი რეგულარულად უნდა დალაგდეს, ობისა და ტენის გაჩენის შემთხვევაშივე უნდა მოხდეს მათი მოცილება. ბევრს ეხმარება ჰაერის გამწმენდი, განსაკუთრებით მაშინ, თუ საცხოვრებელი ადგილი ნესტიან გარემოშია. ცივ და ქარიან ამინდში სასურველია შალის შარფის ტარება, რომელიც ჰაერს ოდნავ ათბობს და ფილტვებისთვის ნაკლებად მავნებლად აქცევს.

მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერებაც. ჯანსაღი კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა და რეგულარული ძილი ორგანიზმს ეხმარება, უკეთ გაუმკლავდეს სეზონურ ცვლილებებს. ბევრი ექიმი რეკომენდაციას უწევს გრიპის ვაქცინაციასაც, რადგან ინფექციების თავიდან აცილება სუნთქვითი პრობლემების მქონე ადამიანისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
სეტყვა აღმოსავლეთ საქართველოში - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში?
სეტყვა აღმოსავლეთ საქართველოში - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში?
უახლოეს დღეებში ნალექი აღარ არის მოსალოდნელი
უახლოეს დღეებში ნალექი აღარ არის მოსალოდნელი
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი ბოლო დღეებს ითვლის
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი ბოლო დღეებს ითვლის
სიცხე სამხრეთში, თოვლი ჩრდილოეთში - ევროპაში არასტაბილური ამინდია
სიცხე სამხრეთში, თოვლი ჩრდილოეთში - ევროპაში არასტაბილური ამინდია

კილომეტრი
მილი
USD
GEL