Четверг, 22 Октябрь
14°
Скорость ветра:
18 kph, W
Давление:
102.40 kpa
Температура:
На ветру:
Влажность:
Видимость:
17°
14°
W
93 %
18 kph
102.40 kpa
8 km
| 22 Окт | 23 Окт | ||
| 1 USD | 2.5976 | 2.5973 | -0.01% |
| 1 EUR | 2.9163 | 2.9137 | -0.09% |
| 100 RUB | 3.1581 | 3.1869 | 0.91% |
ატლანტის ოკეანეში ჩამოყალიბებული შტორმი Austen დიდ ბრიტანეთს, ირლანდიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთს შეეხება. მეტეოროლოგები ძლიერ ქარს, ინტენსიურ წვიმასა და ადგილობრივ დატბორვას პროგნოზირებენ. დიდ ბრიტანეთში კი შაბათ-კვირისთვის კიდევ ერთი შტორმის Boelo-ს მოსვლას ელოდებიან.
დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის, Met Office-ის ინფორმაციით, Austen-ის ჩამოყალიბებას ატლანტის ოკეანიდან მოძრავი დაბალი წნევის არეალი და ძლიერი ატმოსფერული ნაკადი უწყობს ხელს. შტორმი ხუთშაბათის, 22 ოქტომბრის საღამოდან გააქტიურდება, ყველაზე რთული პირობები კი პარასკევს, 23 ოქტომბერს არის მოსალოდნელი.
დიდ ბრიტანეთში ძლიერი ქარის გამო გაფრთხილებებია გამოცხადებული. განსაკუთრებით მაღალი რისკის ზონაშია სამხრეთ-დასავლეთი ინგლისი, მათ შორის კორნუოლი, სილის კუნძულები და დასავლეთ დევონის ნაწილი. ქარის დაბერვის სიჩქარემ შესაძლოა 97–113 კმ/სთ-ს მიაღწიოს, ზოგიერთ სანაპირო მონაკვეთზე კი უფრო ძლიერიც იყოს. მოსალოდნელია გადაადგილების შეფერხება, ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეწყვეტა და ჩამოვარდნილი ტოტებით გამოწვეული საფრთხე.
ირლანდიაში მთავარი საფრთხე ძლიერი წვიმა და დატბორვაა. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ნარინჯისფერი დონის გაფრთხილება გამოსცა კორკის, კერისა და უოტერფორდის საგრაფოებისთვის - ხუთშაბათის 22:00 საათიდან პარასკევის 05:00 საათამდე. დუბლინის, უექსფორდისა და უიკლოუს საგრაფოებში გაფრთხილება პარასკევს, 02:00-დან 08:00 საათამდე იმოქმედებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით წვიმისა და ქარის გამო ყვითელი დონის გაფრთხილებაა გამოცხადებული. მოსალოდნელია რთული საგზაო პირობები, ტრანსპორტის შეფერხება და ლოკალური დატბორვა.
შტორმი ჩრდილოეთ საფრანგეთსაც შეეხება. Météo-France-ის პროგნოზით, ყველაზე ძლიერი ქარი ლა-მანშის სრუტის სანაპიროებთან, ბრეტანში, ნორმანდიასა და ო-დე-ფრანსის რეგიონშია მოსალოდნელი. შემდეგ შტორმი აღმოსავლეთისკენ, ბენელუქსისა და ჩრდილოეთ გერმანიის მიმართულებით გადაადგილდება.
Austen-ის შემდეგ დიდ ბრიტანეთს კიდევ ერთი შტორმი Boelo ემუქრება. პროგნოზით, ის ძირითადად ჩრდილოეთ ირლანდიაზე, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ინგლისზე იმოქმედებს. შაბათ-კვირას მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა, რაც შესაძლოა გადაადგილებასა და ყოველდღიურ საქმიანობას ხელს შეუშლის.
მეტეოროლოგიური სამსახურები მოსახლეობას მოუწოდებენ, ყურადღებით ადევნონ თვალი განახლებულ გაფრთხილებებს და სანაპირო ზონებში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.