კვირა, 01 ნოემბერი
19°
ქარის სიჩქარე:
5 kph, NW
წნევა:
102.20 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
20°
19°
NW
79 %
5 kph
102.20 kpa
16 km
| 30 ოქტ | 31 ოქტ | ||
| 1 USD | 2.5959 | 2.5992 | 0.13% |
| 1 EUR | 2.8934 | 2.9116 | 0.63% |
| 100 RUB | 3.2227 | 3.2307 | 0.25% |
ჰელოუინის ნამდვილი სიურპრიზი!
ასტრონომების ცნობით, ახლახან აღმოჩენილი კომეტა დედამიწას სწორედ ჰელოუინის პერიოდში ჩაუქროლებს.ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლანეტარული ასტრონომის, ჯეიმს რეის განცხადებით, კომეტა C/2024 S1, რომელიც პირველად სექტემბრის ბოლოს აღმოაჩინეს, დედამიწას 24 ოქტომბერს ჩაუვლის. ის გვირჩევს, რომ კომეტას "მზის ამოსვლამდე დავაკვირდეთ".
Forbes-ის მიერ "ჰელოუინის კომეტად" წოდებული კოსმოსური სხეულის შესახებ NASA-ს ანგარიშში - რომელიც ჰავაის Asteroid Terrestrial-impact Last Alert System (ATLAS)-მა აღმოაჩინა, ნათქვამია, რომ კოსმოსურმა სხეულმა "დიდი ყურადღება მიიპყრო" იმით, რომ მზესთან მიახლოებისას არ დაიშალა.
"ის შეიძლება იმდენად კაშკაშა გახდეს, რომ დღისითაც კი დავინახოთ", - დაწერა NASA-ს წარმომადგენელმა, გორდონ ჯონსტონმა, - "ვვარაუდობ, რომ ღამით ეს კომეტა მხოლოდ ბინოკლით ან ტელესკოპით იქნება ხილვადი, რადგან მისი ტრაექტორია დედამიწასთან ძალიან ახლოს არაა".
ეკა აბაშიძე
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.