სამშაბათი, 05 ნოემბერი
ქარის სიჩქარე:
17 kph, WNW
წნევა:
101.30 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
8°
3°
WNW
70 %
17 kph
101.30 kpa
16 km
02 ნოე | 05 ნოე | ||
1 USD | 2.7264 | 2.7280 | 0.06% |
1 EUR | 2.9595 | 2.9738 | 0.48% |
100 RUB | 2.7843 | 2.7548 | -1.06% |
ფოთში მესამე დღეა უამინდობა გრძელდება. გადაუღებელმა წვიმამ და ქარბორბალამ ქალაქ მნიშვნელოვნად დააზარალა.
სტიქიის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.
"აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, - აცხადებენ ფოთის მერიაში.
"ფოთში მესამე დღეა სტიქია გვაქვს, რომელმაც მძიმე შედეგები მოიტანა ჩვენი მოსახლეობისთვის.თუ ზიანის შედეგად სახლში დარჩენა შეუძლებელია, ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ ქირით გადაყვანას, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე”, - განაცხადა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
მისი ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, "ნაბადის უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზარალდა. ცენტრის უბანში დაზარალებულია - 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3, წვიმის შედეგად კი 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი.
შეტყობინებების შემოსვლა და ზარალის ოდენობის დათვლა გრძელდება".
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობა 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.