თბილისი

ორშაბათი, 18 აგვისტო

24°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

1 საათი
23°
2 საათი
22°
3 საათი
22°
4 საათი
21°
5 საათი
21°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

9 kph, N

წნევა:

101.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

25°

24°

N

60 %

9 kph

101.00 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
16 აგვ 19 აგვ
1 USD 2.7010 2.6968 -0.16%
1 EUR 3.1553 3.1507 -0.15%
100 RUB 3.3833 3.3507 -0.96%
მექაში, სიცხის გამო დაღუპულ მომლოცველთა რიცხვი 550-ს აჭარბებს - "ჰაერის ტემპერატურა 50°C-ს აღწევს"
მექაში, სიცხის გამო დაღუპულ მომლოცველთა რიცხვი 550-ს აჭარბებს - "ჰაერის ტემპერატურა 50°C-ს აღწევს"

საუდის არაბეთში ჰაჯი კვლავაც ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, სიცხის გამო, მექაში სულ მცირე, 550 მომლოცველი დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო AFP იტყობინება, რომ დაღუპულთა შორის 323 ეგვიპტელი იყო. ეს რიცხვი მექის ალ-მუაისემის უბნის პროზექტურიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. AFP-ს არაბი დიპლომატები უყვებიან, რომ დაღუპულთა შორის არის სულ მცირე 60 იორდანელი. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, ჰაჯის დროს დაკარგული ეგვიპტელების სამძებრო ოპერაციის მხარდასაჭერად კაირო საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. თუმცა სამინისტროს განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი დაღუპულ ეგვიპტელებზე.

საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2000-ზე მეტ მომლოცველს სიცხის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ, თუმცა ეს რიცხვი კვირა დღის შემდეგ აღარ განახლებულა და ოფიციალური ინფორმაცია არც დაღუპულებზე გამოქვეყნებულა.

სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, გასულ წელს ჰაჯის დროს, სულ მცირე 240 მომლოცველი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობას ინდონეზიელები შეადგენდნენ.

ჰაჯის პილიგრიმობა ისლამის რელიგიაში ხუთი ძირითადი ბურჯიდან ერთ-ერთია და ყველა მუსლიმანმა, ვისაც შეუძლია, ის სულ მცირე, ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს სიცოცხლეში.

კლიმატის ცვლილების გამო, ამ რიტუალის შესრულება სულ უფრო რთულდება. საუდის არაბეთში გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რიტუალების შესრულების ადგილას ტემპერატურა ყოველ ათწლეულში 0.4 გრადუსით იზრდება. საუდის არაბეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის თანახმად, გასულ ორშაბათს ტემპერატურამ მექას დიდ მეჩეთში 51.8 გრადუსს მიაღწია.

მექასთან მიმდებარედ, ქალაქ მინაში AFP-ს ჟურნალისტებმა დაინახეს, თუ როგორ ისხამდნენ მომლოცველები თავზე წყალს გასაგრილებლად, მოხალისეები კი მათ სიცხისგან დასაცავად ცივ სასმელებსა და ნაყინებს ურიგებდნენ. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მომლოცველებს ურჩია, გამოეყენებინათ ქოლგები, დაელიათ საკმარისი რაოდენობის წყალი და დღის ყველაზე ცხელ საათებში მზეს მორიდებოდნენ.

თუმცა, ჰაჯის ბევრი რიტუალისთვის, მათ შორის არაფატის მთაზე ლოცვებისთვის დღის პერიოდში გარეთ ყოფნაა საჭირო. ზოგიერთმა მომლოცველმა აღნიშნა, რომ გზის პირას უძრავი სხეულები დაუნახავთ და ზოგჯერ სასწრაფო სამსახურის მანქანებიც გადატვირთულია ხოლმე.

წლევანდელ ჰაჯში დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 1.6 მილიონი უცხოელი იყო.

ეკა აბაშიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
საუკეთესო ადგილები საქართველოში ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად
საუკეთესო ადგილები საქართველოში ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად
კვება ზაფხულში - გამაგრილებელი პროდუქტები ყველაზე ცხელი დღეებისთვის
კვება ზაფხულში - გამაგრილებელი პროდუქტები ყველაზე ცხელი დღეებისთვის
ბა­თუმ­ში ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ქუჩა და­იტ­ბო­რა
ბა­თუმ­ში ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ქუჩა და­იტ­ბო­რა
12-14 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
12-14 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

კილომეტრი
მილი
USD
GEL