თბილისი

ხუთშაბათი, 05 დეკემბერი

0°
მოწმენდილი

ამინდი საათების მიხედვით

3 საათი
1°
4 საათი
1°
5 საათი
0°
6 საათი
0°
7 საათი
0°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

103.00 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

0°

0°

CLM

86 %

0 kph

103.00 kpa

10 km

ოფიციალური კურსი
05 დეკ 06 დეკ
1 USD 2.8468 2.8274 -0.68%
1 EUR 2.9894 2.9767 -0.42%
100 RUB 2.7102 2.7527 1.57%
"წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია" - დევდორაკის ხეობაში ცოტა ხნის წინ ევაკუაცია განხორციელდა
"წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია" - დევდორაკის ხეობაში ცოტა ხნის წინ ევაკუაცია განხორციელდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა. ამასთან, მათივე ცნობით, ადგილზე სპეციალისტები ამ დრომდე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივნისს, 08:35 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება.

პირველადი შეფასებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მყინვარშიდა შეგუბებებს და გროტში დაგროვილი წყლების პერიოდულ გამოხეთქვებს, რასაც მოჰყვა ტალღების წარმოქმნა. წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია, ხოლო სასიგნალო ზღვარი მდ. დევდორაკზე 2 მეტრს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მდ. დევდორაკ-ამალისა და თერგის შეერთების უბანზე, გამოზიდვის კონუსში მოხდა მდ. თერგის ხანმოკლე შეგუბება, რამაც მოახდინა მდ. თერგის კალაპოტის შევიწროება და წყლის დონის მკვეთრი აწევა, თუმცა ტბის ჩამოყალიბებას და ხეობის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია.

ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.

ინფორმაციისათვის, მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეზღუდვა,“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალი".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღეს დილით შემოვიდა.შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ დაუყოვნებლივ მოხდა იქ მყოფი ყველა პირის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის - მთვარის  საიდუმლოებები
დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის - მთვარის საიდუმლოებები
ვითარება გზებზე - საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
ვითარება გზებზე - საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
როდის მოვა პირველი თოვლი თბილისში და როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავები, რომელიც პირველი დეკემბრიდან სავალდებულოა
როდის მოვა პირველი თოვლი თბილისში და როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავები, რომელიც პირველი დეკემბრიდან სავალდებულოა

კილომეტრი
მილი
USD
GEL