თბილისი

კვირა, 19 ოქტომბერი

19°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

18 საათი
17°
19 საათი
17°
20 საათი
16°
21 საათი
16°
22 საათი
16°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

101.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

19°

19°

CLM

55 %

0 kph

101.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
17 ოქტ 18 ოქტ
1 USD 2.7095 2.7079 -0.06%
1 EUR 3.1582 3.1680 0.31%
100 RUB 3.4290 3.3354 -2.73%
"მეწყრული პროცესების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება" - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
"მეწყრული პროცესების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება" - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

სო­ფელ ჩარ­გალ­ში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ვაჟა-ფშა­ვე­ლას სახლ-მუ­ზე­უმს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ა­გენ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ 27 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩარ­გალ­ში ჩა­ვიდ­ნენ და ვაჟა-ფშა­ვე­ლას სახლ-მუ­ზე­უ­მის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ეც­ნენ. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გე­ო­ლო­გე­ბიც, რომ­ლებ­მაც მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­ფა­სეს და წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახლ-მუ­ზე­უმ­სა და მის ტე­რი­ტო­რი­ას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პი­რის­პი­როდ, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვაჟა-ფშა­ვე­ლას სახლ-მუ­ზე­უმს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

2024 წლის 26 მა­ისს დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის (მა­ღა­როს­კა­რის თემი) სო­ფელ ჩარ­გალ­ში ხან­გრძლი­ვი წვი­მი­სა და მდი­ნა­რე ჩარ­გლუ­რას ადი­დე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თარ­და მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რა­მაც და­ა­ზი­ა­ნა სახლ-მუ­ზე­უ­მის სი­ახ­ლო­ვეს, მდი­ნა­რე ჩარ­გლუ­რას მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, კა­ლა­პო­ტის ნა­პირ­სა­მაგ­რი ჯე­ბი­რი და სახლ-მუ­ზე­უმ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დის მარ­ჯვე­ნა ნა­წი­ლი.

27 მა­ისს სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის (მა­ღა­როს­კა­რის თემი) სო­ფელ ჩარ­გალ­ში ჩა­ვიდ­ნენ და ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უძ­რა­ვი ძეგლის - ვაჟა-ფშა­ვე­ლას სახლ-მუ­ზე­უ­მის მდგო­მა­რე­ო­ბას. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გე­ო­ლო­გე­ბიც, რომ­ლებ­მაც უკვე შე­ა­ფა­სეს მდგო­მა­რე­ო­ბა და, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახლ-მუ­ზე­უმ­სა და მის ტე­რი­ტო­რი­ას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, ხოლო, შე­სა­ბა­მი­სი გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად და­ი­გეგ­მე­ბა ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრის სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია და დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბის შე­დე­გად, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზა­რალ­და. და­იტ­ბო­რა ნაკ­ვე­თე­ბი, და­ზი­ან­და შიდა სა­უბ­ნო გზე­ბი და ხიდ-ბო­გი­რე­ბი. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
ფი­ლი­პი­ნებ­ში 6.9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და - დაღუპულია 69 ადამიანი
ფი­ლი­პი­ნებ­ში 6.9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­და - დაღუპულია 69 ადამიანი
სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - საქართველოში უამინდობაა
სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა - საქართველოში უამინდობაა
ტაიფუნი „ბუალოი“ ვიეტნამში - არის მსხვერპლი
ტაიფუნი „ბუალოი“ ვიეტნამში - არის მსხვერპლი

კილომეტრი
მილი
USD
GEL