თბილისი

პარასკევი, 06 ნოემბერი

12°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

15 საათი
12°
16 საათი
13°
17 საათი
12°
18 საათი
11°
19 საათი
10°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

13 kph, W

წნევა:

101.90 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

14°

12°

W

54 %

13 kph

101.90 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
05 ნოე 06 ნოე
1 USD 2.5958 2.5955 -0.01%
1 EUR 2.9198 2.9145 -0.18%
100 RUB 3.1727 3.1827 0.32%
რა ხდება აშშ-ში, რომელიც განსაკუთრებულ ყინვას ებრძვის
რა ხდება აშშ-ში, რომელიც განსაკუთრებულ ყინვას ებრძვის

აშშ-ს მრა­ვა­ლი შტა­ტი ის­ტო­რი­ულ სუს­ხი­ან შტორმს ებ­რძვის. ტე­ხა­სი­დან ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, 2000 კი­ლო­მეტრზე მეტ მან­ძილ­ზე თოვლსა და სე­ტყვას ელი­ან, რად­გან ზამ­თრის შტორ­მი პიკს აღ­წევს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ე­რი თოვ­ლი­სა და ყინ­ვის შე­დე­გად, უკვე 3 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი მათ­გა­ნი ბრუკ­ლინ­ში იპო­ვეს, ერთი კი - მა­ნ­ჰე­ტენ­ში.

მას შემ­დეგ, რაც თოვა და­ი­წყო, 800 000-ზე მეტ მო­სახ­ლეს ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ე­თი­შა და რო­გორც მთავ­რო­ბა იტყო­ბი­ნე­ბა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ რი­ცხვის ზრდა­საც ელი­ან.

ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდ თოვლს ელი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მთავ­რო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს.

"რე­კორ­დუ­ლი ყინ­ვის გამო ნიუ-იორ­კის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი ორ­შა­ბათს და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა და სწავ­ლა დის­ტან­ცი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა", - გან­ცხა­დე­ბას ქა­ლა­ქის მერი, ზოჰ­რან მამ­და­ნი ავ­რცე­ლებს. მი­სი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 1100-ზე მეტ სკო­ლას შე­ე­ხე­ბა.

დღეს ნიუ-იორკში 20-30 სმ-მდე თოვლს ელი­ან, აგ­რეთ­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ყინ­ვი­ა­ნი წვი­მა და ქარ­ბუ­ქი. ყინ­ვის გამო იხუ­რე­ბა ნეშ­ვი­ლის სკო­ლე­ბიც, რად­გან ნეშ­ვილ­სა და მიმ­დე­ბა­რე ოლ­ქში მა­სი­უ­რად გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­ზე ხის ტო­ტე­ბის და­ცე­მის შე­დე­გად. "ნეშ­ვილ ელექტრი­კის" გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, კო­მუ­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი შა­ბა­თი­დან, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი, 14-16 სა­ა­თი­ა­ნი უწყვე­ტი რო­ტა­ცი­ით მუ­შა­ო­ბენ.

აგ­რეთ­ვე, სულ ახ­ლა­ხანს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ რო­ნალდ რე­ი­გა­ნის ვა­შინგტო­ნის ეროვ­ნულ აე­რო­პორ­ტში ყვე­ლა შე­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი რე­ი­სი გა­უქ­მდა.

Reuters-ის ცნო­ბით, ამ დრომ­დე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნის 18 შტატ­ში, მათ შო­რის, სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნა­ში, ვირ­ჯი­ნი­ა­ში, ტე­ნე­სი­ში, ჯორ­ჯი­ა­ში, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში, მე­რი­ლენდში, არ­კან­ზას­ში, კენ­ტუ­კი­ში, ლუ­ი­ზი­ა­ნა­ში, მი­სი­სი­პი­ში, ინ­დი­ა­ნა­სა და და­სავ­ლეთ ვირ­ჯი­ნი­ა­ში.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ევროპაში ძლიერი წვიმები არ წყდება - ესპანეთიდან საფრანგეთამდე წყალდიდობის საფრთხეა
ევროპაში ძლიერი წვიმები არ წყდება - ესპანეთიდან საფრანგეთამდე წყალდიდობის საფრთხეა
რატომ აჩვენებს სხვადასხვა აპლიკაცია განსხვავებულ ამინდს  და რატომ იცვლება ის ხშირად?
რატომ აჩვენებს სხვადასხვა აპლიკაცია განსხვავებულ ამინდს და რატომ იცვლება ის ხშირად?
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL