თბილისი

კვირა, 01 ნოემბერი

16°
უმეტესად ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

23 საათი
14°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

4 kph, N

წნევა:

102.50 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

18°

16°

N

77 %

4 kph

102.50 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
30 ოქტ 31 ოქტ
1 USD 2.5959 2.5992 0.13%
1 EUR 2.8934 2.9116 0.63%
100 RUB 3.2227 3.2307 0.25%
როგორ მოვუაროთ კანს სიცივეში
როგორ მოვუაროთ კანს სიცივეში

ზამთარში დაბალი ტემპერატურა, ყინვა, ქარი, წვიმა კანს განსაკუთრებულ სტრესს აყენებს. სიცივე იწვევს კანის მექანიკურ გაღიზიანებას, სიწითლეს, სიმშრალეს, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, ალერგიული და ვირუსული დაავადებების პროვოცირებას. სიცივე მნიშვნელოვნად ამცირებს კანის დამცველობით, ბარიერულ ფუნქციას.

ზოგადად, კანს მოვლა ნებისმიერ სეზონზე სჭირდება, თუმცა ზამთარში მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

დამატენიანებელი კრემი უნდა წაისვათ სახლიდან სიცივეში გასვლამდე 30-40 წუთით ადრე. თუ ამ შუალედს არ დაიცავთ და სახლიდან გასვლის მომენტში წაისვამთ დამცავ და დამატენიანებელ საშუალებას, შეიძლება დადებითის ნაცვლად უარყოფითი შედეგიც კი მიიღოთ.

სიცივის ალერგია არის კანის რეაქცია გარემო პირობებზე. ის ძირითადად სხეულის დაუფარავ ზონებზე ვლინდება და გამოიხატება სიწითლით, გამონაყარითა და ქავილით. ხშირ შემთხვევაში, სითბოში შესვლის შემდეგ ჩივილები თავისით ალაგდება ხოლმე. მიუხედავად ამისა ეს პრობლემა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ და აუცილებლად მიმართოთ სპეციალისტს, რადგან ის დროთა განმავლობაში შეიძლება გართულდეს. გართულებულ ეტაპზე ხშირად ხდება კიდურების შეშუპებაც.

მნიშვნელოვანია, რომ სიცივეში გასვლის დროს ღია ზონები მაქსიმალურად დაიფაროს. რეკომენდებულია ქუდის, შარფის, ხელთათმანების გამოყენება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
რატომ იწვევს ერთი და იგივე კლიმატური მოვლენა ერთ რეგიონში წყალდიდობას, მეორეში კი გვალვას?
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
ინდოეთში ციკლონს მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
რატომ ჩნდება ცისარტყელა წვიმის შემდეგ და რატომ არ ჩანს ის ყოველთვის?
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება
ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე... - გაიგეთ, სად არის მოსალოდნელი წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL