თბილისი

შაბათი, 18 მაისი

11°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

8 საათი
11°
9 საათი
13°
10 საათი
14°
11 საათი
15°
12 საათი
16°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

31 kph, NW

წნევა:

101.90 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

13°

11°

NW

66 %

31 kph

101.90 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
17 მაი 18 მაი
1 USD 2.7596 2.7585 -0.04%
1 EUR 3.0002 2.9910 -0.31%
100 RUB 3.0377 3.0337 -0.13%
ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება - ცეცხლმა მაიუზე მდებარე ისტორიული ქალაქი ლაჰაინა მთლიანად გაანადგურა
ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება - ცეცხლმა მაიუზე მდებარე ისტორიული ქალაქი ლაჰაინა მთლიანად გაანადგურა

მძვინ­ვა­რე ტყის ხან­ძრებ­მა და ქა­რიშ­ხალ­მა ჰა­ვა­ის კუნ­ძულ მა­უ­ი­ზე მდე­ბა­რე ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქი ლა­ჰა­ი­ნა გა­ა­ნად­გუ­რა. შტა­ტის ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა ბრა­ი­ან შატ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ "ლა­ჰა­ი­ნა თით­ქმის მთლი­ა­ნა­დაა დამ­წვა­რი". ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, მა­უ­ის ოლ­ქში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს სულ მცი­რე, 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა და და­შა­ვე­ბუ­ლია ათო­ბით ადა­მი­ა­ნი.

მა­უ­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი დამ­წვა­რო­ბი­თა და კვამ­ლით მო­წამ­ვლის დი­აგ­ნო­ზით მიყ­ვა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­თაა გა­დატ­ვირ­თუ­ლი.

"მე­ხან­ძრე­ე­ბი კვლავ ცდი­ლო­ბენ ხან­ძრის ჩაქ­რო­ბას, ჩვე­ნი მაშ­ვე­ლე­ბი კი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო რე­ჟიმ­ში არი­ან", - გა­ნა­ცხა­და ბრა­ი­ან შატ­მა.

ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი, რომ სწრა­ფად მო­დე­ბუ­ლი ცე­ცხლის­გან თა­ვის და­სახ­სნე­ლად ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ოკე­ა­ნე­ში გა­დახ­ტა. აშშ-ს სა­ნა­პი­რო დაც­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ მათ წყლი­დან ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ამო­იყ­ვა­ნეს. მა­უ­ის ოლ­ქის მერ­მა, რი­ჩარდ ბი­სენ უმ­ცროს­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ბევ­რი სახ­ლი და ბიზ­ნესსტრუქ­ტუ­რა მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და.

სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­მა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ ნავ­სად­გურ­ში ყვე­ლა ნავი და­იწ­ვა.

"ეს ფილ­მი­დან ომის სცე­ნას ჰგავ­და", - ამ­ბობს კრის ლო­ვი­ტი.

მა­უ­ის ზა­რა­ლის ზუს­ტი დათ­ვლა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და­ღუ­პულ­თა რი­ცხვის ზრდა­საც არ გა­მო­რი­ცხა­ვენ. კუნ­ძულ­ზე მცხოვ­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 2100 ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მდა­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ასე­ვე, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი დღემ­დე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის გა­რე­შე რჩე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ტრან­სპორ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კი პრე­სას­თან თქვა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 4 000 ვი­ზი­ტო­რი ჯერ კი­დევ ცდი­ლობს კუნ­ძუ­ლის და­ტო­ვე­ბას.

ამ დრო­ის­თვის მა­უ­ი­ში სამი დიდი ხან­ძრის კერა კვლავ აქ­ტი­უ­რი და კონ­ტროლ­გა­რე­შეა. ამინ­დის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ცე­ცხლი ქა­რიშ­ხალ­მა დო­რამ გა­ავ­რცე­ლა და მას ხელი ტე­ნი­ა­ნო­ბის და­ბალ­მა დო­ნემ შე­უ­წყო.

აშშ-ის პრე­ზი­დენტნა ჯო ბა­ი­დენ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ფე­დე­რა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ უკვე გაგ­ზავ­ნა ჰა­ვა­ი­ზე დახ­მა­რე­ბა და დას­ძი­ნა, რომ ტრან­სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტი მა­უ­ი­დან ტუ­რის­ტე­ბის ევა­კუ­ი­რე­ბა­ზე მუ­შა­ობს.

ლა­ჰა­ი­ნა მა­უ­ის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქია. მისი ცენ­ტრი 1700-იანი წლე­ბით თა­რიღ­დე­ბა და აშშ-ს ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის ეროვ­ნულ რე­ესტრშია შე­ტა­ნი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
ბრაზილიაში უხვ ნალექს 83 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში უხვ ნალექს 83 ადამიანი ემსხვერპლა
შატილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შატილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოში უამინდობა გრძელდება
საქართველოში უამინდობა გრძელდება
როგორი ამინდი იქნება თბილისში უახლოეს დღეებში
როგორი ამინდი იქნება თბილისში უახლოეს დღეებში

კილომეტრი
მილი
USD
GEL