თბილისი

შაბათი, 04 მაისი

14°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

2 საათი
13°
3 საათი
13°
4 საათი
12°
5 საათი
12°
6 საათი
12°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

6 kph, E

წნევა:

100.70 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

17°

14°

E

87 %

6 kph

100.70 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
03 მაი 04 მაი
1 USD 2.6797 2.6797 0.0%
1 EUR 2.8684 2.8777 0.32%
100 RUB 2.9172 2.9252 0.27%
მეტეოროლოგების პესიმისტური პროგნოზი - 2023-2027 წლებში საშუალო ტემპერატურა გასული ხუთი წლის მაჩვენებელზე მკვეთრად მაღალი იქნება
მეტეოროლოგების პესიმისტური პროგნოზი - 2023-2027 წლებში საშუალო ტემპერატურა გასული ხუთი წლის მაჩვენებელზე მკვეთრად მაღალი იქნება

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ბოლო ხუთწლიანი პროგნოზი, რომე-ლიც ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, წინაზე უფრო პესიმისტური გამოვიდა. 98%-იანი ალბა-თობით, ის გვპირდება, რომ 2023-2027 წლებში საშუალო ტემპერატურა გასული ხუთი წლის მაჩვენებელზე მკვეთრად მაღალი იქნება და 2016 წლის რეკორდი - რეკორდულად ყველაზე ცხელი წელი - მოიხსნება.

Skynews ვრცელ სტატიას აქვეყნებს ამ თემაზე და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად მაღა-ლი ტემპერატურა ამჟამად ესპანეთში იგრძნობა, სადაც უახლოეს კვირებში შესაძლოა 40 გრადუსიც კი დაფიქსირდეს, ამ შემთხვევაში კი 2011 წლის რეკორდი - 37.4 გრადუსი მოიხ-სნება.

ისეთი სანაპირო ზონები, როგორიც არის, მაგალითად, გიბრალტარი, ნორმაზე 10 გრადუ-სით თბილი იქნება.

Euronews travel წერს, რომ უჩვეულოდ თბილი იყო ევროპაში ზამთარიც. მაგალითად, ბილ-ბაოში იანვარში 29 გრადუსიც კი დაფიქსირდა.

უთოვლობის გამო იძულებული გახდნენ თოვლის სპორტის მიმართულებები დაეხურათ საფრანგეთსა და შვეიცარიაში, რადგან მთის ფერდობებზე, ფაქტობრივად, თოვლი არ იდო.

ახალ წელს რეკორდულად მაღალი ტემპერატურით შეხვდნენ ჩეხეთი, დანია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია.

როგორც 2022 წელს, ეს ზამთარიც მცირე თოვლიანი და მშრალი აღმოჩნდა. არც მაშინ და არც ამჯერად წვიმა თითქმის არ იყო. ალპებში თოვლი ისტორიულ ნორმებს ჩამოცდა, რაც აუცილებლად გამოიწვევს გვალვას.

"ასეთი პროგნოზი აქამდე არასდროს მინახავს. არასოდეს“, - დაწერა NASA-ს კლიმატოლოგ-მა რაიან სტაუფერმა და დასძინა, რომ კლიმატის შედეგების იგნორირება შეუძლებელია.

გვალვის შედეგად გამოწვეულმა წყლის დაბალმა დონემ უარყოფითი გავლენა მოახდინა ტურიზმზე. მოქცევამ და ნალექის ნაკლებობამ ხელი შეუწყო ვენეციის არხების სიმშრალე-საც.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა ერთი შეხედვით საგანგაშო არ არის და ის ყოველწლიუ-რად გარკვეული პერიოდი ფიქსირდება, მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივმა პერიოდმა ეს ფენომენი ნამდვილ პრობლემად აქცია: გონდოლებით გასეირნება რიგ შემთხვევაში შეუძ-ლებელი იყო და ტურისტები იძულებულნი გახდნენ, ადგილობრივების რჩევები გაეთვა-ლისწინებინათ დაბალ წყლებში ნავიგაციისთვის.

Bloomberg წერს, რომ ევროპისა და ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის ტემპერა-ტურა ისტორიულ ნორმებს აჭარბებს, რაც საფრთხეს უქმნის მოსავალს და ენერგეტიკულ მო-თხოვნილებებს.

კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მეცნიერები ხედავენ 60%-ზე მეტ ალბათო-ბას, რომ ტემპერატურა ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტა-ლიაში საშუალოზე მაღალი იქნება ივნისიდან აგვისტომდე.

არანორმალურად მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა, გაზარდოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე კონდიციონერებისთვის, ისევე, როგორც კომუნალური კომპანიები ცდილობენ მარაგების შევსებას ზამთრის წინ. რუსეთის ომმა უკრაინაში, გაზის ფასები ევროპაში რეკორდულად გაზარდა, რამაც ხელი შეუწყო ცხოვრების ხარჯების კრიზისს, რომელიც ამ დრომდე მთელს კონტინენტზე გრძელდება.

მუდმივი გვალვა კი საფრთხეს უქმნის ისეთი კულტურების წარმოებას, როგორიცაა ხორბა-ლი და სიმინდი. მშრალი პერიოდი აჭკნობს მოსავალს და აჭიანურებს თესვას ევროპის ზო-გიერთ უმსხვილეს მწარმოებელში, რაც საფრთხეს უქმნის საკვების დეფიციტის შემდგომ ზრდას.

ევროპის ობსერვატორიის EDO-ს უკანასკნელი მონაცემებით, გვალვის გაფრთხილება უკვე ვრცელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედზე. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამხრეთში: ესპანეთის უმეტეს ნაწილში და პორტუგალიისა და იტალიის ბევრ ნაწილში.

მეცნიერები დიდი ხანია აფრთხილებდნენ, რომ პლანეტის დათბობა არღვევს კლიმატის ბალანსს და იწვევს ამინდის "რყევებს" - წყალდიდობა, ქარიშხალი და ყინვები სულ უფრო ხშირია ზამთარში, ხოლო ზაფხულში გვალვა და სიცხე.

ტყის ხანძრები მშრალი და ცხელი ამინდის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ისინი ანადგურებენ სახლებს, მინდვრებს, ტყეებს, გზებსა და ხიდებს, ამცირებს ეკონომიკურ ზრდას და ზრდის სათბურის გაზების გამოყოფას ატმოსფეროში.

ტემპერატურის გამუდმებული ცვალებადობის გამო, 2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება. ამის შესახებ დასკვნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამო-აქვეყნეს.

მათი მტკიცებით, კლიმატური ცვლილებები იმდენად სერიოზული იქნება, რომ 1880-იან წლებში შექმნილი კლიმატური რუკების გადაწერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგე-ბა.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში

კილომეტრი
მილი
USD
GEL