ხუთშაბათი, 03 ივლისი
ქარის სიჩქარე:
26 kph, WNW
წნევა:
101.30 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
18°
16°
WNW
77 %
26 kph
101.30 kpa
16 km
02 ივლ | 03 ივლ | ||
1 USD | 2.7215 | 2.7203 | -0.04% |
1 EUR | 3.2155 | 3.2029 | -0.39% |
100 RUB | 3.4658 | 3.4550 | -0.31% |
31 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, თუმცა, პერიოდულად შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს:
"თვის ბოლომდე ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ტემპერატურა კი მომდევნო დღეების განმავლობაში, 31 მაისამდე, +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. თბილისში ასევე ღამისა და დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პერიოდულად ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. 23-25 მაისის ჩათვლით +30, +32 გრადუსის ფარგლებშია დღის ტემპერატურა და +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება შემდეგი დღეების განმავლობაში.
სანაპირო რაიონებში თვის ბოლომდე საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, დღის ტემპერატურა კი +22, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება. კოლხეთის დაბლობზე +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი."
თამარ იაკობაშვილი
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.