თბილისი

შაბათი, 18 აპრილი

14°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

14 საათი
16°
15 საათი
16°
16 საათი
15°
17 საათი
15°
18 საათი
15°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

7 kph, SSE

წნევა:

101.40 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

17°

14°

SSE

62 %

7 kph

101.40 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
17 აპრ 18 აპრ
1 USD 2.6946 2.6936 -0.04%
1 EUR 3.1734 3.1771 0.12%
100 RUB 3.5344 3.5389 0.13%
აჭარაში ძლიერი ქარის გამო გამოწვეული პრობლემების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
აჭარაში ძლიერი ქარის გამო გამოწვეული პრობლემების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად, მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სამი ადამიანი კი ბათუმში დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

“ერთ ქალს შუშა დაეცა, ასევე ჯიხური გადაბრუნდა და მეორე ადამიანიც დაშავდა, ისიც კლინიკაშია გადაყვანილი. 17 წლის ბიჭი კი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება”, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ბათუმში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა. როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შეტყობინების შესაბამისად მეხანძრე - მაშველები რეაგირებას ახდენენ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, ასევე ბათუმისა და მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ბოძები არის დაზიანებული.

“ძლიერმა ქარმა ბათუმი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ელექტრო გადამცემი ბოძები და სადები დაზიანებულია, შეფერხებულია ბათუმის მთავარ შემოსასვლელში მოძრაობა, თამარის მეფის გამზირზე ელექტრო ბოძები არის წაქცეული”,- განაცხადეს ბათუმის მერიაში

ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
სეტყვა აღმოსავლეთ საქართველოში - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში?
სეტყვა აღმოსავლეთ საქართველოში - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში?
უახლოეს დღეებში ნალექი აღარ არის მოსალოდნელი
უახლოეს დღეებში ნალექი აღარ არის მოსალოდნელი
როდემდე გაგრძელდება საქართველოში მზიანი ამინდი?
როდემდე გაგრძელდება საქართველოში მზიანი ამინდი?
სიცხე სამხრეთში, თოვლი ჩრდილოეთში - ევროპაში არასტაბილური ამინდია
სიცხე სამხრეთში, თოვლი ჩრდილოეთში - ევროპაში არასტაბილური ამინდია

კილომეტრი
მილი
USD
GEL