თბილისი

პარასკევი, 11 სექტემბერი

19°

ამინდი საათების მიხედვით

2 საათი
16°
3 საათი
17°
4 საათი
18°
5 საათი
19°
6 საათი
19°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

102.30 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

19°

19°

CLM

67 %

0 kph

102.30 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
11 სექ 12 სექ
1 USD 2.6101 2.6095 -0.02%
1 EUR 3.0342 3.0247 -0.31%
100 RUB 3.1036 3.0923 -0.36%
როგორ დავიცვათ ტელეფონი სიცივესა და ყინვაში დაზიანებისგან?
როგორ დავიცვათ ტელეფონი სიცივესა და ყინვაში დაზიანებისგან?

ალბათ, იცით, რომ ტელეფონები, პლანშეტები და სხვა გაჯეტები სიცხეში ხურდება და გამართულად არ მუშაობს. თუმცა ის თუ იცით, რომ ელექტრონული მოწყობილობის ადეკვატურად ფუნქციონირებას სიცივეც უშლის ხელს? დიახ, ეს სიმართლეა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სმარტფონები თუ სხვა მოწყობილობები უარყოფითი ტემპერატურისგანაც დაიცვათ.

ყინვა ტელეფონის ელემენტს უქმნის პრობლემებს. Apple ოფიციალურად აცხადებს, რომ iPhone საუკეთესოდ მუშაობს 0-35 გრადუს ცელსიუს შუალედში. რა თქმა უნდა, პრობლემები სხვა ბრენდების სმარტფონებსაც ექმნებათ. ყინვაში ტელეფონი შეიძლება გაითიშოს, არ იმუშაოს სენსორმა, სწრაფად დაჯდეს ელემენტი. განსაკუთრებულ ყინვაში კი ეკრანი შეიძლება გაიბზაროს კიდეც.

ყინვისგან სმარტფონის დაცვაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ:

  • სიცივეში ტელეფონი ყოველთვის ჩანთით ან ჯიბით ატარეთ. მას სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებაში თქვენი სხეულის სითბოც დაეხმარება.
  • ეცადეთ, სიცივეში ყოფნის დროს სმარტფონი არ გამოიყენოთ. თუ ამ დროს მაინც გიწევთ დარეკვა, გამოიყენეთ ყურსასმენები, თავად მოწყობილობა კი ჯიბეში ან ჩანთაში დატოვეთ.
  • ტელეფონი ყოველთვის გედოთ ქეისში. ცივ ჰაერსა და მოწყობილობას შორის ბარიერის შექმნა მას გადაციებისგან დაიცავს.
  • არ დატოვოთ სმარტფონი მანქანაში. ეს განსაკუთრებით საშიშია, თუ მოწყობილობას მანქანაში მთელი ღამით ან უბრალოდ დიდი ხნით დატოვებთ. ასე შეიძლება ტელეფონი სამუდამოდ დაზიანდეს.
  • თუ ტელეფონი სიცივეში გქონდათ, დასატენად შეერთებამდე ის აუცილებლად გაათბეთ. სიცივიდან სითბოში შესვლის შემდეგ კი ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ და მხოლოდ შემდეგ გამოიყენეთ. გახსოვდეთ, რომ ტელეფონი არასდროს დატენოთ მინუს ტემპერატურაზე.

რჩევები საკმაოდ მარტივია, მათი გათვალისწინება კი რთული პრობლემებისგან დაგიცავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ წვიმს შემოდგომაზე ხშირად? - მეტეოროლოგიური მიზეზები და ბუნების კანონზომიერება
რატომ წვიმს შემოდგომაზე ხშირად? - მეტეოროლოგიური მიზეზები და ბუნების კანონზომიერება
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გაიგეთ, როგორი ამინდი იქნება ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
რატომ გვეძინება შემოდგომაზე ასე ადრე? - ამინდის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ საათზე
რატომ გვეძინება შემოდგომაზე ასე ადრე? - ამინდის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ საათზე
როდის აფერხებს ამინდი ავიარეისებს და რა უფლებები აქვს მგზავრს
როდის აფერხებს ამინდი ავიარეისებს და რა უფლებები აქვს მგზავრს

კილომეტრი
მილი
USD
GEL