თბილისი

ორშაბათი, 02 ნოემბერი

14°
ღრუბლიანი

ამინდი საათების მიხედვით

9 საათი
14°
10 საათი
15°
11 საათი
16°
12 საათი
17°
13 საათი
17°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

0 kph, CLM

წნევა:

102.40 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

17°

14°

CLM

87 %

0 kph

102.40 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
30 ოქტ 31 ოქტ
1 USD 2.5959 2.5992 0.13%
1 EUR 2.8934 2.9116 0.63%
100 RUB 3.2227 3.2307 0.25%
საავტომობილო გზებზე შეფერხებებია - გაიგეთ დეტალები
საავტომობილო გზებზე შეფერხებებია - გაიგეთ დეტალები

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობისა და ყინვის გამო შეფერხებები ფიქსირდება.

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვებია დაწესებული კახეთისკენ მიმავალ გზაზეც. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თოვის და ყინვის გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მაღალმთიან აჭარაში უხვმა ნალექმა შიდა სასოფლო გზებზეც შექმნა პრობლემები. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

ამასთან, ხულოს მუნიციპალიტეტში ნალექის გამო, შვიდ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
რატომ აჩვენებს სხვადასხვა აპლიკაცია განსხვავებულ ამინდს  და რატომ იცვლება ის ხშირად?
რატომ აჩვენებს სხვადასხვა აპლიკაცია განსხვავებულ ამინდს და რატომ იცვლება ის ხშირად?
ესპანეთში ძლიერი შტორმი წყალდიდობას იწვევს - გარდაცვლილია 2 ადამიანი
ესპანეთში ძლიერი შტორმი წყალდიდობას იწვევს - გარდაცვლილია 2 ადამიანი
შტორმი Austen ევროპას უახლოვდება - ძლიერი ქარი, წვიმა და დატბორვის საფრთხე
შტორმი Austen ევროპას უახლოვდება - ძლიერი ქარი, წვიმა და დატბორვის საფრთხე
ევროპაში ძლიერი წვიმები არ წყდება - ესპანეთიდან საფრანგეთამდე წყალდიდობის საფრთხეა
ევროპაში ძლიერი წვიმები არ წყდება - ესპანეთიდან საფრანგეთამდე წყალდიდობის საფრთხეა

C°
F°
კილომეტრი
მილი
USD
GEL