თბილისი

ხუთშაბათი, 28 მარტი

19°
მზიანი

ამინდი საათების მიხედვით

19 საათი
16°
20 საათი
15°
21 საათი
14°
22 საათი
13°
23 საათი
11°

ქარი და წნევა

ქარის სიჩქარე:

15 kph, SSW

წნევა:

101.80 kpa

ტემპერატურის მგრძნობელობა:

ქარში მგრძნობელობა:

ტენიანობა:

ხილვადობა:

19°

19°

SSW

25 %

15 kph

101.80 kpa

16 km

ოფიციალური კურსი
28 მარ 29 მარ
1 USD 2.7084 2.6978 -0.39%
1 EUR 2.9337 2.9112 -0.77%
100 RUB 2.9233 2.9177 -0.19%
რამ გამოიწვია საქართველოში ცივი მარტი და როგორი აპრილი გველოდება
რამ გამოიწვია საქართველოში ცივი მარტი და როგორი აპრილი გველოდება

9 მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყო­ველ დღე თოვს. ასე­თი ხან­გრძლი­ვად ცივი, თოვ­ლი­ა­ნი და ნა­ლე­ქი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლი არა­ვის ახ­სოვს. რით არის კლი­მა­ტის ასე­თი ცვლი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­დის და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი უა­მინ­დო­ბა და რო­გო­რია აპ­რი­ლის თვის პროგ­ნო­ზი, ამა­ზე AMBEBI.GE-ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე ესა­უბ­რა:

- ბო­ლოს მარ­ტში თოვ­ლი­ა­ნი და ცივი ამინ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1881 წელს და­ფიქ­სირ­და, რაც მხო­ლოდ 6 დღე გაგ­რძელ­და. ასე­თი ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე თოვ­ლი და ცივი ამინ­დი რომ ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც ახლა, არას­დროს ყო­ფი­ლა. წელს 9 მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თით­ქმის ყო­ველ დღე თოვს და ცივა.

- ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბა­ვია - რე­კორ­დი მოხ­სნი­ლა...

- კი, ასეა. ამას­თან, დღე­ის ჩათ­ვლით, რა ნა­ლე­ქიც მო­ვი­და, ჯა­მუ­რად თვის ნორ­მას სამ­ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა. თვის ნორ­მა თბი­ლი­სის­თვის 30 მი­ლი­მეტ­რია (ასე იზო­მე­ბა) და უკვე 90 მი­ლი­მეტრზე მეტი მო­ვი­და, თან, მარ­ტი ჯერ არც დამ­თავ­რე­ბუ­ლა.

- რამ გა­მო­იწ­ვია?

- ეს ე.წ. ცივ­მა ტალ­ღამ გა­მო­იწ­ვია. ამ ტალ­ღამ მო­იც­ვა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო, უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა. მთლი­ა­ნად კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი, ამას­თან, თურ­ქე­თი, სა­ბერ­ძნე­თი, ბოს­ნია, ჰერ­ცე­გო­ვი­ნა, სერ­ბია, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნია, რუ­მი­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თის სამ­ხრეთ ნა­წი­ლი... ჩვენ მოქ­ცე­უ­ლე­ბი ვართ ამ ცივი ტალ­ღის გავ­ლე­ნის ქვეშ. კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ზე მოქ­მე­დებს ხმელ­თა­შუა ზღვი­დან წა­მო­სუ­ლი ციკ­ლო­ნე­ბი, დრო და დრო ჩრდი­ლო­ე­თი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­გორც შავი ზღვი­დან, ასე­ვე კას­პი­ის ზღვი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცივი არ­ქტი­კუ­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი.

- ამი­ტო­მა­ცაა ტემ­პე­რა­ტუ­რა ასე და­ცე­მუ­ლი, ღამე ყინ­ვა ფიქ­სირ­დე­ბა...

- სი­ცი­ვის მხრივ არა მგო­ნია, რა­ი­მე რე­კორ­დი იყოს, რად­გან მარ­ტში ძა­ლი­ან და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა სხვა დრო­საც ყო­ფი­ლა რო­გორც თბი­ლის­ში, ისე მთელ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ცივი წე­ლი­წა­დი 2012 წელს იყო იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტად ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნიც.

- რო­გორ ტემ­პე­რა­ტუ­რას ვე­ლით აპ­რილ­ში?

- აპ­რი­ლი თვის პროგ­ნო­ზით, სა­შუ­ა­ლო მრა­ვალ­მხრივ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ერთი გრა­დუ­სით მა­ღა­ლი გა­მო­ვი­და. ნა­ლე­ქე­ბი ძი­რი­თა­დად კლი­მა­ტურ ნორ­მა­ზე ნაკ­ლე­ბი და ზო­გან მას­თან ახ­ლო­საა. მაგ­რამ ეს ინ­ფორ­მა­ცია - ერთი გრა­დუ­სით მა­ღა­ლი, რა­ტომ­ღაც არას­წო­რად გა­ი­გეს. თით­ქოს დიდი სი­ცხეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ასე არ არის. ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რამ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში +32 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტოს. აქვე ყვე­ლას ვუხ­სნით, რომ ეს თვის პროგ­ნო­ზია და შე­საძ­ლე­ბე­ლია, მან გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს. ამი­ტომ ყო­ველ კვი­რა თან­და­თან ზუს­ტდე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ას ასე ვა­ახ­ლებთ. სით­ბო იქ­ნე­ბა, მაგ­რამ აპ­რილ­ში პირ­ვე­ლი დე­კა­და­ში არა, რად­გა­ნაც ამ მო­ნა­ცე­მე­ბით მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ ჩანს.

- ე.ი. ერთი გრა­დუ­სით მო­მა­ტე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ 30 დღის მან­ძილ­ზე სულ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

- კი, ეს არის თვის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­და­რე­ბუ­ლი კლი­მა­ტურ ნორ­მას­თან.

- თე­ბერ­ვალ­ში ვი­ცო­დით, რომ მარ­ტში ასე­თი ანო­მა­ლი­უ­რი სი­ცი­ვე გვე­ლო­და?

- კი, ცი­ვიც და ნა­ლე­ქი­ა­ნიც გა­მოგ­ვი­ვი­და მარ­ტის პროგ­ნო­ზი, მაგ­რამ ასე­თი ანო­მა­ლი­უ­რი ნამ­დვი­ლად არა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა სიახლეები
62.3°C - ბრაზილიაში სითბოს რეკორდულად მაღალი ინდექსი დაფიქსირდა
62.3°C - ბრაზილიაში სითბოს რეკორდულად მაღალი ინდექსი დაფიქსირდა
საქართველოში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
"გზავნილი უცხოპლანეტელებისთვის" - ნასას ახალი მისია იუპიტერის მთვარეზე
"გზავნილი უცხოპლანეტელებისთვის" - ნასას ახალი მისია იუპიტერის მთვარეზე
ჯეიმს ვების ტელესკოპმა გიგანტური ვარსკვლავების დაბადების კადრები აღბეჭდა
ჯეიმს ვების ტელესკოპმა გიგანტური ვარსკვლავების დაბადების კადრები აღბეჭდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL