ხუთშაბათი, 03 ივლისი
ქარის სიჩქარე:
26 kph, WNW
წნევა:
101.30 kpa
ტემპერატურის მგრძნობელობა:
ქარში მგრძნობელობა:
ტენიანობა:
ხილვადობა:
18°
16°
WNW
77 %
26 kph
101.30 kpa
16 km
02 ივლ | 03 ივლ | ||
1 USD | 2.7215 | 2.7203 | -0.04% |
1 EUR | 3.2155 | 3.2029 | -0.39% |
100 RUB | 3.4658 | 3.4550 | -0.31% |
მექსიკაში, იდალგოს შტატის ქალაქ ტულას ერთ-ერთ საავადმყოფოში წყალდიდობას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა კოვიდპაციენტია, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობა კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარე ტულა ნაპირებიდან გადმოვიდა.
სავადმყოფოდან 40 პაციენტის ევაკუირება განხორციელდა. მექსიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ წინასწარი შეფასებით, ქალაქში წყალდიდობის შედეგად 2 000-მდე სახლი დაზიანდა.
მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა წყალდიდობის გამო რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, თავშესაფრები, უფრო მაღალი ადგილები მოძებნონ, ან თავი მეგობრებსა და ნათესავებთან შეაფარონ.
წყარო: interpressnews.ge
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.