Tbilisi

Wednesday, 23 September

24°
Clear

Hourly Forecast

21 Hours
23°
22 Hours
22°
23 Hours
22°

Wind and pressure

Wind Speed:

0 kph, CLM

Pressure:

101.35 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

25°

24°

CLM

61 %

0 kph

101.35 kpa

16 km

Official course
23 Sep 24 Sep
1 USD 2.6104 2.6229 0.48%
1 EUR 2.9933 2.9925 -0.03%
100 RUB 3.1028 3.1138 0.35%
როგორ ვივარჯიშოთ ცხელ ზაფხულში ისე, რომ ჯანმრთელობას პრობლემები არ შევუქმნათ
როგორ ვივარჯიშოთ ცხელ ზაფხულში ისე, რომ ჯანმრთელობას პრობლემები არ შევუქმნათ

ზაფხული უამრავი ადამიანის საყვარელი სეზონია, რადგან ღია ცის ქვეშ გართობასა და აქტივობებს უკავშირდება. თუმცა გართობის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის ყოველდღიური საქმიანობა, რაც მანამდე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. მაგალითად, ასეთია ვარჯიში სპორტულ დარბაზებსა თუ ღია ცის ქვეშ. თუმცა ამ დროს გარკვეული რეკომენდაციების დაცვაა საჭირო, რომ გადაჭარბებული ტემპერატურის გამო ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას.

გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც ზაფხულში ვარჯიშის დროს უნდა გაითვალისწინოთ:

სწორად შეარჩიეთ დრო

ზაფხულში უმჯობესია ივარჯიშოთ დილით ადრე ან გვიან საღამოს, როცა ტემპერატურა მაქსიმუმ ზღვარზე არაა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ღია სივრცეში ვარჯიში გიყვართ, დროებით ამაზე უარის თქმა მოგიწევთ.

შეცვალეთ ვარჯიშის სტილი

სასურველია ზაფხულში მოერიდოთ ინტენსიურ ვარჯიშს, რომ სხეული გადახურებისგან დაიცვათ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას ვარჯიშებს შორის. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც წყალს უკავშირდება, მაგალითად, ცურვას, აკვააერობიკას...

მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი

წყალი ყოველთვის აუცილებელია, ზაფხულში კი, როდესაც ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. პარალელურად, მოერიდეთ შაქრის შემცველ გამაგრილებელ სასმელებს, რადგან ის დეჰიდრატაციას უწყობს ხელს.

ჩაიცვით შესაბამისად

ვარჯიშის დროს ტანსაცმელს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ზაფხულში კი ეს ორმაგად მნიშვნელოვანია. თქვენმა კანმა აუცილებლად უნდა ისუნთქოს.

მოუსმინეთ თქვენს სხეულს

ფიზიკური აქტივობა კარგია, მაგრამ ყოველთვის მოუსმინეთ თქვენს სხეულს. არ გადააჭარბოთ მის ლიმიტებს და ზედმეტად არ დააძალოთ საკუთარ თავს ვარჯიში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
რამდენი ნალექია საჭირო, რომ მდინარე ადიდდეს და ნაპირებიდან გადმოვიდეს?
რამდენი ნალექია საჭირო, რომ მდინარე ადიდდეს და ნაპირებიდან გადმოვიდეს?
5 ქალაქი საქართველოში, სადაც მომავალი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ნალექია მოსალოდნელი
5 ქალაქი საქართველოში, სადაც მომავალი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ნალექია მოსალოდნელი
ბუნების საათი: რატომ იცვლება დღისა და ღამის ხანგრძლივობა შემოდგომაზე?
ბუნების საათი: რატომ იცვლება დღისა და ღამის ხანგრძლივობა შემოდგომაზე?
რატომ გვეძინება შემოდგომაზე ასე ადრე? - ამინდის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ საათზე
რატომ გვეძინება შემოდგომაზე ასე ადრე? - ამინდის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ საათზე

კილომეტრი
მილი
USD
GEL