Saturday, 12 July
Wind Speed:
11 kph, NNW
Pressure:
101.40 kpa
Apparent Temperature:
Wind Chill:
Relative Humidity:
Visiblity:
22°
21°
NNW
72 %
11 kph
101.40 kpa
16 km
11 Jul | 12 Jul | ||
1 USD | 2.7174 | 2.7160 | -0.05% |
1 EUR | 3.1875 | 3.1753 | -0.38% |
100 RUB | 3.4975 | 3.4793 | -0.52% |
ზაფხულში კანის მოვლა არც ისე მარტივი ამოცანაა. ამ მიზნის მისაღწევად უამრავი რამის გათვალისწინებაა საჭირო. 5 მარტივი წესი კი, რომლებიც კანს ტენს უნარჩუნებს, ასე გამოიყურება:
· ყოველდღიურად დალიეთ 1,5-2 ლიტრი წყალი;
· არ იხმაროთ სპირტის შემცველი ტონიკები;
· დაიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით;
· ბოლომდე არ შეიმშრალოთ სახე, მსუბუქად შეიშრეთ;
· დამატენიანებელი კრემი წაისვით ოდნავ ნოტიო კანზე.
ზაფხულში მაკიაჟის შესანარჩუნებლად კი რამდენიმე წესის დაცვა მოგიწევთ.
· სახლიდან გასვლის წინ მზისგან დამცავი კრემი წაისვით;
· ტონალური საშუალებები ზაფხულში ნაკლებად გამოიყენეთ, ის მსუბუქი პუდრით შეცვალეთ;
· მოერიდეთ ცვილის შემცველი თვალის ან წარბის ფანქრის გამოყენებას. ის მყარი ლაინერით შეცვალეთ. ჩვეულებრივ ტუშს წყალმდგრადი შეუნაცვლეთ, რომელიც არც სიცხისას ჩამოიღვენთება, არც შხაპსა თუ აუზში;
· საღამოს, მაკიაჟის მოშორების შემდეგ, რეკომენდებულია დამამშვიდებელი ნიღაბი, მისი ჩამობანის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი. გაითვალისწინეთ, რომ დეკოლტეს ზონაც საჭიროებს ანალოგიური წესით მოვლას.
გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.