Tbilisi

Wednesday, 09 September

16°
Sunny

Hourly Forecast

10 Hours
17°
11 Hours
19°
12 Hours
21°
13 Hours
22°
14 Hours
23°

Wind and pressure

Wind Speed:

15 kph, NW

Pressure:

102.10 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

18°

16°

NW

63 %

15 kph

102.10 kpa

16 km

Official course
08 Sep 09 Sep
1 USD 2.6128 2.6114 -0.05%
1 EUR 3.0374 3.0318 -0.18%
100 RUB 3.0271 3.0289 0.06%
ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატური ცვლილების გავლენა გარემოზე
ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატური ცვლილების გავლენა გარემოზე

მედიის ცნობით, ალასკაში ათობით მდინარე და ნაკადული ნარინჯისფერი გახდა, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.

მეცნიერთა განმარტებით, გაყინული ნიადაგის ზედაპირის დნობა მასზე დიდი ხნის განმავლობაში "გამომწყვდეულ" სხვადასხვა მინერალებს ათავისუფლებს, შემდეგ ისინი წყლის ნაკადებს უერთდებიან, რაც მდინარეების ფერის შეცვლას იწვევს.

"ეს კლიმატური ცვლილების მოულოდნელი გავლენაა, რომლის გამოც ჩვენს ყველაზე ხელუხლებელ მდინარეებზეც კი ვხედავთ ცვლილებებს", - თქვა კვლევის ავტორმა და კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის გარემო ტოქსიკოლოგიის მკვლევარმა, პროფესორმა ბრეტ პულინმა.

ყინულის დნობა მინერალებს ჟანგბადთან კონტაქტის საშუალებას აძლევს, რაც წყლის მჟავიანობას ზრდის და მასში ისეთ ლითონებს ხსნის, როგორებიცაა თუთია, სპილენძი, კადმიუმი და რკინა. სწორედ რკინა აძლევს მდინარეებს ასეთ ელფერს, რომელიც სატელიტური სურათებიდანაც კი ჩანს.

ამ ფენომენის შესწავლა პირველად 2018 წელს დაიწყეს, როცა მკვლევრებმა ჩრდილოეთ ალასკაში რძისფერ-ნარინჯისფერი მდინარეები შენიშნეს. სახეშეცვლილი მდინარები მკვეთრად განსხვავდებოდა წინა წლის კამკამა წყლებისგან.

მკვლევრების თქმით, ბოლოდროინდელი კვლევა ხაზს უსვამს სასმელი წყლის პოტენციურ დეგრადაციას და მავნე გავლენას წყლის ბინადრებზე. ამის ერთ-ერთი მაგალითი ისაა, რომ ერთი წლის განმავლობაში მდინარე აკილიკის შენაკადში ორი ადგილობრივი თევზის სახეობა საერთოდ გაქრა.

არქტიკაში წყალი ჟანგისფერი შეფერილობის ზაფხულობით, ივლისსა და აგვისტოში ხდება.

"ეს ის ტერიტორიაა, რომელიც 2-3-ჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის დანარჩენი ნაწილი, ამიტომ ჩვენ ამგვარი ეფექტების გაგრძელებას მომავალშიც მოველით"- აცხადებს მკვლევარი სკოტ ზოლკოსი.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა ავიაციაზე
როგორ მოქმედებს გლობალური დათბობა ავიაციაზე
როგორი ამინდი ელოდება მსოფლიოს 2026 წლის შემოდგომაზე?
როგორი ამინდი ელოდება მსოფლიოს 2026 წლის შემოდგომაზე?
ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში
ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება დღეს დედაქალაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში

კილომეტრი
მილი
USD
GEL