Tbilisi

Friday, 18 July

25°
Clear

Hourly Forecast

4 Hours
24°
5 Hours
23°
6 Hours
22°
7 Hours
24°
8 Hours
26°

Wind and pressure

Wind Speed:

0 kph, CLM

Pressure:

101.30 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

26°

25°

CLM

64 %

0 kph

101.30 kpa

16 km

Official course
18 Jul 19 Jul
1 USD 2.7121 2.7118 -0.01%
1 EUR 3.1425 3.1568 0.46%
100 RUB 3.4672 3.4534 -0.4%
"დედამიწას გეომაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება" - რაზე გვაფრთხილებენ მეცნიერები?
"დედამიწას გეომაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება" - რაზე გვაფრთხილებენ მეცნიერები?

გასულ შაბათ-კვირას ძლიერი მზის ქარიშხალი დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეს დასასრული არ არის და დედამიწას ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება, რომელიც, სავარაუდოდ, 2025 წლამდე გაგრძელდება.

მზის ქარიშხლებისგან გამოთავისუფლებულმა გეომაგნიტურმა ტალღებმა შეიძლება დაანგრიოს ელექტროენერგიის ქსელები, ჩაახშოს რადიოკომუნიკაციები, ავიაკომპანიების ეკიპაჟებმა გამოსხივების საშიში დონე მიიღონ და გაანადგუროს სატელიტები.

გასულ წელს, მზემ ახალი, 11-წლიანი ციკლი დაიწყო და 2025 წელს პიკს მიაღწევს. მეცნიერების გაფრთხილებით, ეს პროცესი მრავალი რისკის მომტანი იქნება დღევანდელი ტექნოლოგიური სამყაროსთვის.

მსგავსი მოვლენა ბოლოს 1859 წელს დაფიქსირდა - ე.წ კერინგტონის მზის ქარიშხალმა ცეცხლი წაუკიდა ტელეგრაფის მავთულს, გაწყვიტა კომუნიკაციები მთელ მსოფლიოში და შეაფერხა გემების კომპასების მუშაობა.

რა არის გეომაგნიტური ქარიშხალი და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე

გეომაგნიტური ქარიშხლის დროს დედამიწის მაგნიტური ველი ირღვევა, რომელსაც მზეზე აფეთქებები იწვევს. ასეთმა რყევებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მეცნიერებმა აქამდე ვერ დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხალი ადამიანებზე. ასეთ დღეებში ცუდი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს დაავადებები უაქტიურდებათ. ამინდზე დამოკიდებული ადამიანები, მოხუცები, ორსული ქალები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები კი ყველაზე მკვეთრად გრძნობენ მაგნიტურ ქარიშხალს.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მაგნიტური ქარიშხლის დროს, სისხლის შესქელება იმატებს. თუ ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს სრულიად უსაფრთხოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ მყოფისთვის, ინსულტის ან გულის შეტევის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
მაღალი ტემპერატურა და ხანმოკლე წვიმა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი
მაღალი ტემპერატურა და ხანმოკლე წვიმა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მზის დარტყმა მიიღეთ
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მზის დარტყმა მიიღეთ
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა - ეს 2021 წლიდან ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის მე-12 შემთხვევაა
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა - ეს 2021 წლიდან ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის მე-12 შემთხვევაა
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება
თბილისში 38 გარდუსამდე დაცხება

კილომეტრი
მილი
USD
GEL