Tbilisi

Saturday, 27 July

21°

Hourly Forecast

11 Hours
23°
12 Hours
24°
13 Hours
25°
14 Hours
26°
15 Hours
26°

Wind and pressure

Wind Speed:

11 kph, WNW

Pressure:

100.90 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

22°

21°

WNW

93 %

11 kph

100.90 kpa

16 km

Official course
26 Jul 27 Jul
1 USD 2.7160 2.7087 -0.27%
1 EUR 2.9469 2.9406 -0.21%
100 RUB 3.1975 3.1634 -1.07%
მარსზე ევერესტზე მაღალი ვულკანი აღმოაჩინეს
მარსზე ევერესტზე მაღალი ვულკანი აღმოაჩინეს

მარსზე აღმოაჩინეს ახალი ვულკანი, რომელიც ევერესტზე მაღალია - რაზე მიანიშნებს ეს და რას ამბობენ მეცნიერები?

ახალი კვლევის თანახმად, ასტრონომებმა მარსზე ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც ევერესტზე მაღალია. პლანეტაზე მრავალწლიანი დაკვირვების მიუხედავად, მეცნიერებისთვის ვულკანი შეუმჩნეველი იყო, მისი დანახვა მხოლოდ თანამედროვე ორბიტალური ზონდების მონაცემების წყალობით გახდა შესაძლებელი.

ვულკანის სიმაღლე 9 022 მეტრია, სიგანე კი 450 კილომეტრი - ამგვარი მასშტაბურობა მიანიშნებს, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში აქტიური უნდა ყოფილიყო. მთლიანი სტრუქტურის ტერიტორიაზე ფიქსირდება პიროკლასტური, იგივე ვულკანური, მატერიაც: ფერფლი, პემზა, ტეფრა და სხვა. იგი Noctis Labyrinthus-ის აღმოსავლეთით მდებარეობს, რის გამოც მკვლევრებმა დროებით Noctis უწოდეს.

"ის ასევე ღრმად ეროზირებულია, იმ დონემდე არის დანგრეული, რომ მისი დანახვა ძალიან გაგიჭირდებათ" - განაცხადა მარსის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, დოქტორმა პასკალ ლიმ.

მისივე თქმით, ამ აღმოჩენას შეიძლება ჰქონდეს ფართო გავლენა მეცნიერთა მიერ მარსის გეოლოგიის გაგებაზე, ასევე ხელი შეუწყოს ახალი კვლევების დაწყებას წყლის ყინულის ან სიცოცხლის ნიშნების მოსაძებნად.

მეცნიერებისთვის მარსზე 10-ზე მეტი ვულკანია ცნობილი, მათ შრისაა Olympus Mons, ყველაზე მაღალი ვულკანი მზის სისტემაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს - გაგიგეთ დეტალები
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს - გაგიგეთ დეტალები
გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება - როდის არის მოსალოდნელი შტრომული ღელვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება - როდის არის მოსალოდნელი შტრომული ღელვა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
რატომ არის შუადღის შემდეგ უფრო მეტი სიცხე, ვიდრე შუადღეს?
რატომ არის შუადღის შემდეგ უფრო მეტი სიცხე, ვიდრე შუადღეს?

კილომეტრი
მილი
USD
GEL