Tbilisi

Sunday, 28 April

14°
Sunny

Hourly Forecast

8 Hours
17°
9 Hours
19°
10 Hours
21°
11 Hours
23°
12 Hours
24°

Wind and pressure

Wind Speed:

0 kph, CLM

Pressure:

102.30 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

16°

14°

CLM

76 %

0 kph

102.30 kpa

16 km

Official course
26 Apr 27 Apr
1 USD 2.6859 2.6760 -0.37%
1 EUR 2.8804 2.8713 -0.32%
100 RUB 2.9145 2.9096 -0.17%
"გზავნილი უცხოპლანეტელებისთვის" - ნასას ახალი მისია იუპიტერის მთვარეზე
"გზავნილი უცხოპლანეტელებისთვის" - ნასას ახალი მისია იუპიტერის მთვარეზე

ევროპა - იუპიტერის მეექვსე, ყველაზე ახლომდებარე ბუნებრივი თანამგზავრი (მთვარე) და ყველაზე პატარა 4 გალილეისეული მთვარიდან, მაგრამ ის სიდიდით მეექვსე თანამგზავრია მზის სისტემაში. ევროპა 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა. ევროპის პროგრესულად უკეთესი შესწავლა საუკუნეების განმავლობაში დედამიწაზე არსებული ტელესკოპებით ხდებოდა, ხოლო შემდეგ კოსმოსური მისიებით, რომლებიც 1970-იან წლებში ხორციელდებოდა. ევროპა დედამიწის მთვარეზე ოდნავ მცირეა. ის ძირითადად სილიკატური ქვისაგან შედგება და დიდი ალბათობით, მას რკინის ბირთვი აქვს. ასევ აქვს გათხელებული ატმოსფერო, რომელიც უმეტესად ჟანგბადისაგან შედგება. მისი ზედაპირი წყლის ყინულისაგან შედგება და მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გლუვია. ეს ზედაპირი "დაკაწრულია“ ნაპრალებითა და ზოლებით, ხოლო კრატერები შედარებით იშვიათია. ზედაპირის ასეთმა აშკარა ახალგაზრდობამ და სიგლუვემ წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ მის ქვეშ არსებობს ოკეანე, სადაც შესაძლებელია არამიწიერი სიცოცხლე არსებობდეს.

სააგენტოს კოსმოსური ხომალდი Europa Clipper - ი ოქტომბერში კენედის კოსმოსური სადგურიდან იუპიტერის მთვარისკენ გაემგზავრება. Europa Clipper-ს იუპიტერის თანამგზავრამდე ჩასასვლელად თითქმის ექვსი წელი დასჭირდება და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მისი მთვარეზე დაშვება 2030 წლის აპრილისთვის მოხერხდება. კოსმოსური ხომალდი იუპიტერის ორბიტაზე ივლის და ევროპას 49-ჯერ შემოუვლის.

კოსმოსური ხომალდის მისიაა განსაზღვროს, მართლაც არის თუ არა იუპიტერის მთვარეზე სასიცოცხლო პირობები.

მეცნიერების ვარაუდით, იუპიტერის მთვარეზე არსებული ყინულოვანი ზედაპირი უნდა მიანიშნებდეს იმაზე, რომ მასზე არსებული ოკეანეების მოცულობა ორჯერ აღემატება დედამიწაზე არსებულს.

NASA-ს მეცნიერებმა Europa Clipper-ს რამდენიმე სახის შეტყობინების გაგზავნა დაავალეს. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ პლანეტის გარშემო მოგზაურობისას ის მილიონობით სახელს გამოაცხადებს. თუმცა კოსმოსური ხომალდის ყველაზე სენტიმენტალური მისია ეს არაა, მის ზედაპირზე ამოტვიფრული იქნება ამერიკელი პოეტის ადა ლიმონის ხელნაწერი "მისტიკის საქებარი: ლექსი ევროპისთვის", ასევე პლანეტარული მეცნიერების ერთ-ერთი დამფუძნებლის რონ გრილის პორტრეტიც.

გარდა ამისა, როგორც ორ "წყლის პლანეტას" შორის კავშირის სიმბოლო, Europa Clipper-ი ასევე 104 ენაზე სიტყვა "წყლის" (რადიო) ტალღებს გადასცემს.

კოსმოსურ ხომალდზე დრეიკის განტოლებაც იქნება ამოტვიფრული. 1961 წლის მათემატიკური ფორმულირებაა, რომელიც დედამიწის მიღმა არსებული ცივილიზაციების პოვნის შესაძლებლობის გამოსათვლელად შეიქმნა.

"ხომალდი მთელ სამყაროს უჩვენებს კაცობრიობის საუკეთესო ქმნილებებს - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, განათლებას, ხელოვნებასა და მათემატიკას. სიცოცხლის ყველა ფორმისთვის აუცილებელი ნივთიერების, წყლის მეშვეობით კავშირის გზავნილი შესანიშნავად ასახავს დედამიწისა და ამ იდუმალი ოკეანის სამყაროსთან მსგავსებას, რომლის შესწავლასაც ვაპირებთ",- განაცხადა ვაშინგტონის პლანეტარული მეცნიერების განყოფილების დირექტორმა ლორი გლეიზმა.

ანა სიბოშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა
ათენი ნარინჯისფერმა მტვრის ღრუბლებმა დაფარა
ათენი ნარინჯისფერმა მტვრის ღრუბლებმა დაფარა
დუბაიში სტიქიის შემდეგ კვლავ ნალექია მოსალოდნელი
დუბაიში სტიქიის შემდეგ კვლავ ნალექია მოსალოდნელი
საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა
საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა

კილომეტრი
მილი
USD
GEL