Tbilisi

Saturday, 27 April

25°
Sunny

Hourly Forecast

14 Hours
26°
15 Hours
27°
16 Hours
28°
17 Hours
28°
18 Hours
27°

Wind and pressure

Wind Speed:

13 kph, SSE

Pressure:

102.00 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

25°

25°

SSE

43 %

13 kph

102.00 kpa

16 km

Official course
26 Apr 27 Apr
1 USD 2.6859 2.6760 -0.37%
1 EUR 2.8804 2.8713 -0.32%
100 RUB 2.9145 2.9096 -0.17%
გაიგეთ, როდიდან დაიწყება ნალექი საქართველოში
გაიგეთ, როდიდან დაიწყება ნალექი საქართველოში

15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს.

თბილისში 16 მარტს გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება, ხოლო 17 და 18 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16 მარტიდან 17 მარტის დილამდე იწვიმებს, 18 მარტს კი გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 16-ში კი გაწვიმდება. 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი იქნება. 16 მარტს გაწვიმდება, 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 16 მარტს კი მოთოვს. 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 15 მარტს უნალექო, ხოლო 16-17 მარტს ზოგან წვიმიანი და ქარიანი ამინდი იქნება. 18 მარტს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 16 მარტს კი გაწვიმდება. 17-18 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 მარტს ზოგან იწვიმებს. 18 მარტს გამოიდარებს. ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა
დუბაიში უკანასკნელი 75 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა
ათენი ნარინჯისფერმა მტვრის ღრუბლებმა დაფარა
ათენი ნარინჯისფერმა მტვრის ღრუბლებმა დაფარა
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
ზესტაფონი, ქუთაისი… - გაიგეთ, კიდევ რომელ ქალაქში დათბება 38 გრადუსამდე
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა

კილომეტრი
მილი
USD
GEL